ამბელოკიპი: პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა
ამბელოკიპი: პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა
ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის წარმომადგენლება 1 პირი დააკავეს, რომელსაც ბრალი ამბელოკიპზე საცხოვრებელ კორპუსში ხუთშაბათს შუადღეს მომხდარი აფეთქების გამოწვევაში ედება.
დაკავებული ახალგაზრდა მამაკაცია, რომელსაც ურთიერთობა ჰქონდა გოგონასთან, რომელმაც ბინის გასაღები გადასცა აფეთქების შედეგად დაღუპულ კაცს.
დაკავებულს დღეს შუადღეს პროკურორთან დაკითხვაზე გადაიყვანენ.
შეგახსენებთ, რომ აფეთქებამ ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო კიდევ ერთი მძიმედ დაშავდა. ამასთანავე მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგათ კორპუსში არსებულ სხვა ბინებსაც.
შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა სახანძრო სამსახური, პოლიცია და გამნაღმველები, რომლებიც დაუყოვნებლივ შეუდგნენ მუშაობას.
პოლიციამ დაადასტურა, რომ აფეთქება თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილების მწყობრიდან გამოსვლამ და უეცრად აფეთქებამ გამოიწვია.
შემთხვევის ადგილზე პოლიციამ ასევე აღმოაჩინა 2 ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები, მობილური ტელეფონები და სხვადასხვა სახის ციფრული მტკიცებულებები.