ამერიკელი გოგონა იშვილებს კატას, რომელიც დახრჩობას გადაარჩინა
ამერიკელი გოგონა იშვილებს კატას, რომელიც დახრჩობას გადაარჩინა
ამერიკული ცხოვრებით იცხოვრებს კატა, რომელიც ახალგაზრდა ტურისტმა სპეცებზე გადაარჩინა.
ამერიკელმა გოგონამ როგორც კი შეამჩნია, რომ პატარა ფისო ზღვაში იხრჩობოდა დაუფიქრებლად ტანსაცმლიანად გადახტა წყალში კატის გადასარჩენად.
ΑΝΤ1-სთან საუბრისას კოკო გოზლინმა განაცხადა, რომ პატარა სპეცი (ეს სახელი დაარქვა აწ უკვე მის კატას) იღბლიანი აღმოჩნდა, რადგან უბედური შემთხვევის შემდეგ მისი მომავალი პატრონი იპოვა და ცხოვრებას ამერიკაში გააგრძელებს.
“თავიდან ვიფიქრე, რომ თევზი ფართხალებდა წყალში. მაგრამ როცა სანაპიროს მივუახლოვდი დავინახე რომ კატა იხრჩობოდა. გავიფიქრე, ღმერთო ჩემო, იხრჩობა.. ჩემს ინსტიქტებს მივყევი, გადავხტი და გადავარჩინე.”
ტურისტმა იქვე დასძინა, რომ მას შემდეგ რაც კატა გულში ჩაიხუტა იცოდა, რომ აუცილებლად უნდა წაეყვანა მასთან ერთად ამერიკაში.