ამინდის გაუარესება სრულიად საბერძნეთის მასშტაბითაა მოსალოდნელი
ამინდის გაუარესება სრულიად საბერძნეთის მასშტაბითაა მოსალოდნელი
24 დეკემბრის დილა ღრუბლიანი ამინდით დაიწყო და შუადღის მოახლოვებასთან ერთად დედაქალაქში ძლიერი წვიმაც წამოვიდა.
მიუხედავად იმისა, რომ მოსალოდნელი არ არის საფრთხის შემცველი წვიმა და ქარიშხალი, ამინდი სრულიად საბერძნეთის მასშტაბით გაუარესდება.
პასუხისმგებელი ორგანოები განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ მოსახლეობას, რადგან სადღესასწაულო პერიოდში საშობაო საჩუქრებისა და სუფრისთვის პროდუქტების შესაძენად უამრავი ადამიანი გადაადგილდება გარეთ.
ძლიერი შტორმი გუშინდელი ღამიდან შეინიშნა იონიის ზღვის კუნძულებზე. დღეს დილიდან კი ქვეყნის დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილებში გადაუღებლად წვიმს.
ამინდი საღამოს საათებიდან გაუარესდება იონიის ზღვის კუნძულებზე, დასავლეთ პელოპონისოზე, მაკედონიაში, დასავლეთ თესალიაში, ცენტრალურ საბერძნეთში და ეგეოსის ზღვის აღმოსავლეთ კუნძულებზე.
ტემპერატურა 12-16 გრადუსამდე იმერყევებს.
