Latest news
ამალიადა: ციპუროს დიდი ოდენობით მიღების შემდეგ 12 წლის ბიჭი საავადმყოფოში მოათავსეს პატრა: 14 წლის გოგონამ თანაკლასელს ხელი ჰკრა - დაცემის შედეგად სკოლის მოსწავლემ თავი დაარტყა კიფისო: ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 პირი დაშავდა გლიფადა: გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 7 კაციანი დანაშაულებრივი დაჯგუფება მუშაობდა 2 თურქეთის მოქ... სალონიკი: 16 წლის ბიჭი სკოლის წინ ხუთმა თანატოლმა უმოწყალოდ სცემა მონემვასია: მოულოდნელად გაჩენილმა ხანძარმა 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ედესა: სასამართლოს წინაშე წარდგება 34 წლის კაცი, რომელმაც შეყვარებული უმოწყალოდ სცემა საშემოდგომო ამინდები საბერძნეთში: ატმოსფეროში ნალექის რაოდენობა საგრძნობლად იკლებს ათენში დილა საცობებით დაიწყო როდოსი: სკოლის დირექტორი იხსენებს სახიფათო Superman-ის გამოწვევას, რომლის შედეგადაც 13 წლის ბიჭი მძი...
ოთხშაბათი, დეკემბერი 11, 2024
საბერძნეთი

ამინდი: ექსტრემალური სიცხე დღესაც გრძელდება – ტემპერატურის რეკორდულად მაღალი ნიშნული რიგ რაიონებში

უახლესი მეტეოროლოგიური მონაცემებით სიცხე, რომელიც საბერძნეთში უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება, დღეს პიკს აღწევს. მოსალოდნელია ექსტრემალური ამინდის პირობები და ტემპერატურის რეკორდულად მაღალი ნიშნული რიგ რაიონებში. ხანძრის საშიშროება დღეს, ოთხშაბათს, უკიდურესია თითქმის მთელ ქვეყანაში, შუადღის შემდეგ კი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით ძლიერი ქარია მოსალოდნელი!

ათენის ეროვნული ობსერვატორიის მონაცემების მიხედვით, ოთხშაბათს ( 26/07) მოსალოდნელია, რომ ამ ზაფხულის ტემპერატურა უმაღლეს მნიშვნელობებს მიაღწევს ქვეყნის უმეტეს რეგიონებში.

მოსალოდნელია, რომ დაახლოებით 8,5 მილიონი ადამიანი აღმოჩნდება 41 °C-ზე ზემოთ ტემპერატურის ზემოქმედების ქვეშ, ხოლო დაახლოებით 120 ათასი ადამიანი 45 °C -ზე ზემოთ.

აღნიშნულია, რომ დემოგრაფიული მონაცემები ეხება თითოეული რეგიონის მუდმივ მაცხოვრებლებს, ხოლო გადაადგილება (მაგ. ზაფხულის არდადეგების გამო), რომელიც დროებით ცვლის ადგილობრივი მოსახლეობის რაოდენობას, არ არის გათვალისწინებული.

დღეს, ოთხშაბათს, ტყის ხანძრების გავრცელების ექსტრემალური საფრთხეა მოსალოდნელი მატერიკზე, კრიტზე და როდოსზე. უკიდურესად არახელსაყრელი ხანძარსაწინააღმდეგო მეტეოროლოგიური პირობების გამომწვევი მიზეზია ძალიან ცხელი და მშრალი პირობები ქარის გაძლიერებასთან ერთად.

მთლიანობაში, პირომეტეოროლოგიური პირობები დღეისთვის ხასიათდება განსაკუთრებით საშიში ტიპის ცხელი – მშრალი – ქარიანი ამინდით.

ყველაზე ექსტრემალური ხანძარსაშიში მეტეოროლოგიური პირობების მქონე ტერიტორიებია: აღმოსავლეთი ატიკა, ბეოტია, ფთიოტიდა, ევია, არგოლისი, ლაკონია და მაგნეზიის ყველაზე სამხრეთი ნაწილი. საფრთხე ასევე იქნება ცენტრალურ მაკედონიაში, თესალიაში, ჩრდილოეთ ევროსში, კორინთში, აღმოსავლეთ არკადიაში, კრიტზე(ძირითადად კუნძულის დასავლეთ ნაწილში) და როდოსში.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *