ამინდი: ღრუბლიანობა და ძლიერი ქარი ეგეოსის ზღვაზე-ტემპერატურის უმნიშვნელო ვარდნა
კვირა, 17 სექტემბერი:
დღეს ქვეყნის მასშტაბით მოსალოდნელია მცირე ღრუბლიანობა, რომელიც დასავლეთში, ცენტრალურ და ჩრდილოეთ რეგიონებში ზოგჯერ უფრო ინტენსიური იქნება. დღის საათებში მთიან რაიონებში, ძირითადად ცენტრალურ და ჩრდილოეთ საბერძნეთში წვიმაა მოსალოდნელი.
ტემპერატურა დასავლეთ მაკედონიაში 11-დან 29 გრადუსამდე, დანარჩენ ჩრდილოეთ საბერძნეთში 15-დან 31 გრადუსამდე, ეპირუსში 15-დან 33 გრადუსამდე, თესალიაში 14-დან 31 გრადუსამდე, დანარჩენ კონტინენტზე 16-დან 31 გრადუსამდე იქნება.
იონიის კუნძულებზე 17-დან 32-მდე და ეგეოსის კუნძულებსა და კრიტზე 18-დან 28 გრადუსამდე, ხოლო დოდეკანესსა და აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულებზე მაქსიმალური ტემპერატურა 32 და 34 გრადუსი იქნება.
ქარი ეგეოსის ზღვაში ჩრდილოეთის მიმართულებიდან იქროლებს 6-7 ბოფორტამდე. იონიის ზღვაში გაძლიერდება ჩრდილოეთის ჩრდილო-დასავლეთის ქარი 4-5 ბოფორტი სიძლიერით.
ატიკაში ძირითადად მზიანი ამინდი შენარჩუნდება მცირე მოღრუბლულობით. იქროლებს ჩრდილოეთი ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულების ქარი 5 დან 6 ბოფორტამდე. ტემპერატურა 22-დან 31 გრადუსამდე იქნება.
სალონიკში მოსალოდნელია ღრუბელი, უფრო ინტენსიური შუადღის შემდეგ, მთებში ადგილობრივად იწვიმებს. დღის საათებში 3-4 ბოფორტი სიძლიერის სუსტი ქარი სამხრეთის მიმართულებიდან. ტემპერატურა 22-დან 29 გრადუსამდე იქნება.