ამინდი: წვიმა და შტორმი ძირითადად ქვეყნის დასავლეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში
სამშაბათი, 26 სექტემბერი:
დღეისათვის მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და შტორმი უმეტესად ქვეყნის დასავლეთ, ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებში. სეტყვა მოსალოდნელია ძირითადად იონში და ადგილ- ადგილ დასავლეთ კონტინენტურ რაიონებში. ადგილობრივი წვიმა და ცალკეული შტორმები მოსალოდნელია დასავლეთ ციკლადებსა და დასავლეთ კრეტაზე.
თესალიის რეგიონში მოსალოდნელია ადგილობრივი წვიმა და შტორმი. ეფექტი დილამდე იქნება ლოკალურად ინტენსიური, საღამოს კი კვლავ საგრძნობლად გაძლიერდება.
ტემპერატურა დასავლეთ მაკედონიაში 11-დან 26 გრადუსამდე, დანარჩენ ჩრდილოეთ საბერძნეთში 16-დან 29-31-მდე, ეპიროსში 16-დან 25-26 გრადუსამდე, თესალიაში 16-დან 26-27-მდე, დანარჩენ რეგიონებში 16-26-27 გრადუსი იქნება.
მატერიკზე 18-დან 26 -28 გრადუსამდე, იონიის კუნძულებზე 17-დან 26-მდე და ეგეოსის ზღვის კუნძულებსა და კრიტზე 17-27-28 გრადუსამდე, ხოლო აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულებზე მაქსიმალური ტემპერატურა 30-დან 31 გრადუს ცელსიუსამდე იქნება.
ჩრდილოეთ ეგეოსში იქროლებს ჩრდილო-აღმოსავლეთის 6-7 ბაფორტის ინტენსივობის ქარი, სამხრეთ ეგეოსში კი დასავლეთის ქარი ინტენსივობით 4 ბოტორტამდე. იონში იქროლებს 4-5 ბაფორტის სიძლიერის აღმოსავლეთის ქარი.
ატიკის რეგიონში მოსალოდნელია მოღრუბლულობის მომატება, დროდადრო მცირე წვიმის და ცალკეული შტორმის ალბათობით. საღამოდან ამინდი გაუარესდება და მოსალოდნელია ქარიშხალი.
იქროლებს ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულების ქარი 4 ბოფორტამდე. ტემპერატურა 22-დან 27-28 გრადუსამდე იქნება.
თესალონიკში მოსალოდნელია მოღრუბლულობა, დილიდან შესაძლებელია მცირე წვიმა. იქროლებს ქარი ცვალებადი მიმართულების 2-4 ბაფორტის ინტენსივობით. ტემპერატურა 21-დან 30 გრადუსამდე იქნება.