Latest news
ნეოს კოზმოს: საცხობი ფერფლად იქცა ჩრდილოეთ მაკედონიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 3 პირი მძიმედ დაშავდა ექსპერტიზის შედეგად 21 წლის იოჰანის გარდაცვალების მიზეზი დადგინდა ტრაგედია კასტორიაში: მოხუცებულმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა ავტოსაგზაო შემთხვევა კიფისოზე: 8 ავტომანქანის შეჯახების შედეგად 7 მგზავრი დაშავდა პოლიცია საზოგადოებრივ ტრანსპორტში - რა უნდა ვიცოდეთ  ამინდის უეცარი ცვლილება ორგანიზმზე შეიძლება ცუდად აისახოს მეტროსადგურ პერისოზე 21 წლის ბიჭი ძარცვის მცდელობისთვის დააკავეს სანაპიროებიდან ისევ მთიან კურორტებზე - ხვალიდან ტემპერატურა რადიკალურად იცვლება სამშაბათიდან ტემპერატურა საგრძნობლად იკლებს 
ორშაბათი, მარტი 17, 2025
კრიმინალისაბერძნეთი

ამ დრომდე იძებნება პირი, რომელმაც გლიფადაში ბავშვის გატაცება სცადა

ამ დრომდე იძებნება პირი, რომელმაც გლიფადაში ბავშვის გატაცება სცადა

ადგილობრივი მოსახლეობის შეშფოთება გამოიწვია გლიფადაში ბავშვის გატაცების მცდელობის შემთხვევამ.

ტელემაუწყებელი ΑΝΤ1-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეტყობინება, რომელიც მშობლებმა მიიღეს იყო შემდეგი: “გუშინ საღამოს ჩვენი ადგილობრივი გუნდის წევრი ერთ-ერთი ახალგაზრდას, რომელიც სკოლათშორის სტადიონის ტერიტორიიდან გავიდა, რათა დედამისისთვის გარეთ მოეცადა, გამოელაპარაკა შავებში ჩაცმული კაცი ღიაფერის თვალებით. აღნიშნულმა პირმა ბიჭს სახელით მიმართა და უთხრა, რომ დედა თავს შეუძლოდ გრძნობდა და ის წაიყვანდა სახლში. საბედნიეროდ ბავშვს შეეშნდა და სტადიონზე შემობრუნდა, საიდანაც მამას დაეკონტაქტა.”

სტადიონის დაცვამ განაცხადა, რომ აღნიშნული პიროვნება სტადიონთან მანქანით მივიდა: “ბავშს სახელით დაუძახა, თუმცა ჭჯვიანი ბიჭი მიუხვდა ეშმაკობას და სტადიონზე შებრუნდა. ჩენი ერთ-ერთი თანამშრომელი და სხვა სპორტსმენები გამოვიდნენ გარეთ რათა ენახათ ვინ ცდილობდა ბიჭის წაყვანას, მაგრამ აღნიშნული პირი უკვე გაუჩინარებული იყო ტერიტორიიდან.”

როგორც სპორტული კლუბის პრეზიდენტმა ნიკოს კარაბელასმა განაცხადა დამნაშავემ იცოდა, რომ ბავშვის მშობლებს შეაგვიანდებოდათ. მართლაც ბავშვმა ვარჯიში 20:00 საათზე დაასრულა და მშობლებისთვის ლოდინი 20:30 საათამდე მოუწია. სწორედ ამიტომ უთხრა არასრულწლოვანმა მწვრთნელს რომ მამა უკვე მოსული იქნებოდა და გარეთ გავიდა. თუმცა მალევე უკან შემობრუნდა შეშინებული და მწვრთნელს დეტალურად მოუყვა უცნობ მამაკაცთან საუბრის შესახებ.

პოლიცია ამ დრომდე ეძებს დამნაშავეს, რათა თავიდან იქნეს არიდებული მომავალში მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებები.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *