Latest news
ხუთშაბათი, თებერვალი 13, 2025
Uncategorizedსაბერძნეთი

ანავისო: ავტოსაგზაო შემთხვევამ 28 წლის ბიჭის და 30 წლის გოგონას სიცოცხლე იმსხვერპლა 

ანავისო: ავტოსაგზაო შემთხვევამ 28 წლის ბიჭის და 30 წლის გოგონას სიცოცხლე იმსხვერპლა 

საბედისწერო ავტოსაგზაო შემთხვევამ, რომელიც პარასკევს ღამის 21:00 საათზე მოხდა, 2 ახალგაზრდის სიცოცხლე იმსხვერპლა.

უბედური შემთხვევა ათენსუნიოს გამზირზე ილეკტრას ქუჩის კვეთაზე მოხდა. მოტოციკლეტი, რომელსაც 28 წლის მძღოლი მართავდა ავტომანქანას შეეჯახა.

შეჯახების შედეგად მოტოციკლეტი მგზავრებიანად ამოყირავდა. 28 წლის მძღოლი და მისი 30 წლის თანამგზავრი ადგილზე დაიღუპნენ. 

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ მოტოციკლეტი, რომელსაც გარდაცვლილი მართავდა 2023 წლიდან ძებნაზე იყო გადაცემული. 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *