„ჩვენ ვერ დავშორდებით!”…
„ჩვენ ვერ დავშორდებით!”…
ანა ვიშისა და ნიკოს კარველას ღამის გასეირნების დროს, ანა ვიშიმ აღიარა: ,,ორივემ ვიგრძენით, რომ… ჩვენ ვერ დავშორდებით!“
ეს სიტყვები, ცნობილი მუსიკოსის – ნიკოს კარველას ერთერთ ცნობილ ჰიტში გვხვდება, რომელიც ერთგვარად, წინასწარმეტყველური აღმოჩნდა წყვილისათვის, მათი მეგობრობა ხომ უკვე, მე – 40 წელს ითვლის.
მომღერალსა და მუსიკოს -კომპოზიტორს განსაკუთრებული კავშირი აქვთ და მიუხედავად მათი, (როგორც მეუღლეების) დაშორებისა, ისინი ერთ მუშტად შეკრულ, საუკეთესო მეგობრებად რჩებიან. შთამბეჭდავია ის ფაქტიც, რომ ბერძენი ვარსკვლავი ანა ვიში შესანიშნავ ურთიერთობას ინარჩუნებს ყოფილი მეუღლის მეწყვილე ქალბატონებთან, ასევე, ნიკოს კარველას დედასთან – ელენა ფერენტინუსთან.
,,ჩვენ ვართ დო და სი”, – წერს მომღერალი იუმორით, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს ორი ადამიანი ნოტებივით განუყრელნი არიან. სცენაზე, ლეგენდარულმა დუეტმა კვლავ ითანამშრომლა და, მომღერლის 60 წლის საიუბილეო კონცერტებზე მათმა ერთად გამოჩენამ ფურორი მოახდინა.
რამოდენიმე ხნის წინ, ანა ვიშიმ გადაცემა “ტეტ-ა-ტეტ”-სა და ტასოს ტრიფონოს ინტერვიუ მისცა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, თავის ხანგრძლივ კარიერაზე, ვარსკვლავის ტიტულსა და ნიკოს კარველასთან ცხოვრებისეულ ურთიერთობაზე ისაუბრა. ანა ვიშიმ ახსენა ის უთანხმოებაც, რომელიც მუსიკოს -კომპოზიტორთან და მის რეპერტუართან დაკავშირებით ჰქონდა.
66 წლის მომღერალმა გაიხსენა ჯერ კიდევ 1973 წელს, კარველასთან პირველი შეხვედრის პერიოდი. ვიშიმ ისაუბრა მათი პროფესიონალური თანამშრომლობით დაწყებულ და დღემდე უწყვეტ ურთიერთობაზე. ყოფილმა წყვილმა გაერთიანებული ძალებით, ერთად შექმნეს რამდენიმე პოპულარული ჰიტი და თავიანთი სიტყვა თქვეს მუსიკალურ ინდუსტრიაში.
ერთობლივი ცხოვრების პირველი წლები წყვილი კიფსელში ცხოვრობდა, სადაც დღესაც, ხშირად სეირნობენ და წარსულის ეპიზოდებს იხსენებენ.
,,მე მჯერა, რომ ადამიანები, რომლებიც მჭიდროდ არიან ერთმანეთთან დაკავშირებულნი, ,,დოზის გადაჭარბებას“ განიცდიან. ეს დაგვემართა ჩვენც, თუმცა ნიკოს გარეშე ცხოვრებამ ბევრი სევდა მომიტანა. ჩვენ ერთმანეთს გარკვეულმა სიტუაციებმა დაგვაშორა, მაგრამ ეს განშორებაც კი იმაზე მეტყველებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ვყოფილვართ ერთმანთისთვის.“ ანა ვიში და ნიკოს კარველა „მარადიული“ პარტნიორები არიან, თუმცა ცნობილმა მომღერალმა განაცხადა, რომ ნიკოსთან კვლავ დაწყვილება გამორიცხულია.
მომღერალი ფიზიკურად საოცრად გამოიყურება და ამ ფაქტს, მიუხედავად მისი 66 წლის ასაკისა, ჯანსაღი დიეტებისა და ვარჯიშის მიმართ დიდი სიყვარულით ხსნის.