ანესტიდისს ანგარიშები დაუყადაღეს
ანესტიდისს ანგარიშები დაუყადაღეს
კოსტას ანესტიდისის გუშინდელი თამამი განცხადებების შემდეგ, რომელიც მის უდანაშაულობასა და საბანკო ანგარიშებით თავისუფლად სარგებლობას ეხებოდა, ყველა საბანკო ანგარიში დაუყადაღეს.
აღნიშნული ქმედება საჭირო გახდა სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების დეკლარირებისა და დაფინანსებების უკანონოდ მიღების საქმესთან დაკავშირებული გამოძიების წარმოების შეუფერხებლად წარმოებისათვის.
კოსტას ანესტიდისის საბანკო ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მისმა ადვოკატმა დღეს დილით გაავრცელა: “ჩემმა კლიენტმა კვირას შეიტყო, რომ მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა. გუშინდელ დღემდე, კერძოდ საღამომდე ჩვეულ რეჟიმში სარგებლობდა მისი საბანკო ანგარიშებით, ხოლო საღამოს საათებიდან მოხდა მისი ყველა ანგარიშის გაყინვა. ის ამჟამად იმყოფება ბანკში, რათა მიიღოს ახსნა განმარტება აღნიშნული ქმედების განხორციელების მიზეზებთან დაკავშირებით.”
