ანოღია: 16 წლის ბიჭი თანატოლებმა უმოწყალოდ სცემეს
ანოღია: 16 წლის ბიჭი თანატოლებმა უმოწყალოდ სცემეს
16 წლის ბიჭი 10 თანატოლმა უმოწყალოდ სცემა. თავდასხმის მიზეზი არასრულწლოვნის ჩაცმულობა გახდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად თავდასხმის მსხვერპლს ეცვა შორტი და ატარებდა საყურეს.
აღნიშული შემთხვევა კვირას გამთენიისას მოხდა. არასრულწლოვანი ანოღიაში საზაფხულო არდადეგების გასატარებლად იყო, როცა მისი თანატოლები თავს დაესხნენ.
ჩხუბის თვითმხილველებმა სცადეს მსხვერპლი დაეცვათ, მაგრამ მათმა მცდელობამ უშედეგოდ ჩაიარა, რადგან 10 მოძალადემ მათზეც სცადეს თავდასხმა.
დაშავებული ნათესავებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
“სამწუხაროდ ჩემმა შვილმა, ჩემსავე სოფელში, მიიღო ყველაზე საშინელი გამოცდილება. ის უმოწყალოდ სცემეს, რადგან არ მოეწონათ მისი ჩაცმულობა.” – აცხადებს 16 წლის ბიჭის დედა.
Facebook Comments Box