Latest news
პარასკევს, 21 მარტს 24 საათიანი გაფიცვა გამოცხადდა - ვინ მიიღებს მონაწილეობას გაფიცვაში როდოსი: სასტუმროს რესტავრაციისთვის მიშენებული ხარაჩოები ჩამოინგრა და 20-ზე მეტი ავტომანქანა დააზიანა პოლიხნი: საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად 2 არასრულწლოვანი დაშავდა დღეიდან ატმოსფეროში თბილი ჰაერის მასების შემოდინება დაიწყება საზარელი შემთხვევა ზოღრაფუზე - წყვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა ვორიდის: არალეგალმა ემიგრანტებმა უნდა გააცნობიერონ რომ მათთვის საბერძნეთის კარი ღია არ არის კატო ახაია: 2 თვის ჩვილს მენინგიტი დაუდგინდა - პაციენტის მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება სალონიკი: დააკავეს 46 წლის ტაქსის მძღოლი, რომელმაც აეროპორტიდან 57 წლის მგზავრის ჩანთა მოიპარა სავარაუდოდ გულმა დაარტყა - განაცხადა 45 წლის კაცის შვილმა, რომელიც ათენის ცენტრში გარდაცვლილი იპოვეს პისპირინგუს ადვოკატი აცხადებს, რომ ჭორები, რომლებიც დაკავებულის მწყობრიდან გამოსვლასთან დაკავშირებით...
ხუთშაბათი, მარტი 20, 2025
საბერძნეთი

ანო ლიოსია: სასტიკი თავდასხმა 54 წლის დაცვის თანამშრომელზე-ექიმების განცხადებით მისი მდგომარეობა შეუქცევადია

ანო ლიოსიაში, ფილის ნაგავსაყრელთან მდებარე სამშენებლო მოედანზე ბოშების დაჯგუფება თავს დაესხა დაცვის 54 წლის თანამშრომელს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც ექიმების განცხადებით შეუქცევადია.

მის შვილს შეატყობინეს, რომ  თავის არეში რკინის საგნების მრავალჯერადი დარტყმის შედეგად მიღებული მძიმე დაზიანებების გამო მისი მამა კლინიკურად უკვე  გარდაცვლილად ითვლებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ ობიექტზე მამაკაცი დღეში 40 ევროდ მუშაობდა, ხოლო როგორც მისი შვილი ამბობს, ის ბანდების შუაგულში საჭირო აღჭურვილობის გარეშე შეუშვეს.

დაშავებული მამაკაცის კოლეგები ხაზს უსვამენ, რომ ტერიტორია, რომლის დაცვაზე პასუხისმგებლობაც მან მარტომ აიღო, სახიფათო ზონა იყო. “ეს იყო მგლის ხახაში ცხვრის გაგზავნა”, – ამბობენ ისინი.

აღნიშნულია, რომ ბოშათა ბანდები ხშირად არბევენ და ძარცვავდნენ სამშენებლო ტერიტორიას. ფაქტობრივად, კრიმინალებმა იცოდნენ, რომ პოლიცია თავს არიდებდა ამ ადგილებში ჩარევას, ამიტომ მათ ჰქონდათ თავისუფალი მოქმედების ველი.

დაშავებული მამაკაცის ვაჟი, რომელიც პრესას ესაუბრა, ირწმუნება, რომ მამამისი მარტო იმყოფებოდა მანქანაში, რომელსაც არ ჰქონდა პანიკის ღილაკი, GPS და უკაბელო ტელეფონი, რათა საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში კომპანიისთვის ეცნობებინა.

მისი თქმით, სამშენებლო მოედანს არ იცავს კამერები და არ აქვს შესაბამისი შემოღობვა მაშინ, როცა პოლიციის ორგანოები საქმის კურსში არიან კონკრეტულ ტერიტორიაზე საშიშროების არსებობაზე, რადგან წარსულში იმავე ადგილზე რამდენიმე მსგავსი შემთხვევა უკვე მოხდა. „საჭირო ტყვიაგაუმტარი ჟილეტიც კი არ მოუტანიათ” – აღნიშნავს ის.

რაიონში მოთარეშე ბანდებმა იცოდნენ, რომ იმ დღეს სამშენებლო მოედანზე დიდი რაოდენობით სპილენძის მილები ჩამოიტვირთებოდა, მათ ასევე იცოდნენ, რომ დაცვის თანამშრომელი მარტო იქნებოდა, ამიტომ გადაწყვიტეს 30 000 ევროს ღირებულების სპილენძის მოპარვა. დაახლოებით 500 მეტრ მანძილზე იყო სხვა კომპანიის დაცვის თანამშრომელი, რომელმაც ვერ შეამჩნია მძარცველები და ვერც მოპარული სპილენძით დატვირთული ჯიპი.

მძარცველებმა 54 წლის დაცვის თანამშრომელზე წარმოუდგენელი ფიზიკური  ძალადობის შემდეგ სპილენძი მოიპარეს და გაუჩინარდნენ.  მომხდარ შემთხვევაზე საქმე ფილის პოლიციის სამმართველოშია აღძრული.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *