არავინ გაჩერებულა 17 წლის გოგონას დასახმარებლად – მანქანები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებდნენ მოძრაობას
არავინ გაჩერებულა 17 წლის გოგონას დასახმარებლად – მანქანები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებდნენ მოძრაობას
17 წლის გოგონას სხეული მაღალი სიჩქარით მომავალმა მანქანამ ჰაერში ააგდო და ათობით მეტრის მოშორებით მოისროლა. მძიმედ ტრამვირებული გოგონა ათენის გამზირის გზატკეცილზე უგონო მდგომარეობაში ეცემა.
გამთენიის 05:30 საათზე, გავრცელებულ ვიდეოდანაც ჩანს, როგორ მოემართება ავტომანქანის მძღოლი სინათლის სისწრაფით და ეჯახება 17 წლის გოგონას. მძღოლი არ აჩერებს მანქანას და გარბის შემთხვევის ადგილიდან.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფაქტსაც, რომ დაახლოვებით 10 წუთის განმავლობაში, შემთხვევიდან, არ შეჩერებულა არცერთი გამვლელი მანქანა გოგონას დასახმარებლად.
მხოლოდ ერთი მანქანა შეჩერდა, შეხედა გოგონას, რომელიც სისხლისგან იცლდებოდა, თუმცა მისთვის დახმარება არ გაუწევია ისე განაგრძო გზა.
ფეხით მოსიარულეებიც ისე აგრძელებენ მოძრაობას, თითქოს შუაგზაზე უგონო მდგომარეობაში დაგდებულ ადამიანს ვერ ამჩნევენ.
მოგვიანებით კი ერთ-ერთი გამვლელი მანქანის მძღოლი აჩერებს მანქანას, კეტავს გზას და იძახებს სასწრაფოს.