არასდროს დამავიწყდება მოსიყვარულე და კეთილშობილი ანა პანაიოტოპულუ – თანასის ევთიმიადის
არასდროს დამავიწყდება მოსიყვარულე და კეთილშობილი ანა პანაიოტოპულუ – თანასის ევთიმიადის
ანა ოანაიოტოპულუ შაბათს, 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მსახიობის გარდასვალებასთან დაკავშირებით მისმა მეგობარმა, თანასის ევთიმიადისმა, რომელიც მასთან ერთად თამაშობდა სერიალ “Ντόλτσε Βίτα¨-ში, გადაცემა “Super Κατερίνα” გააკეთა განცხადება: “ანა ძვირფასი და წარმატებული მსახიობი გახლდათ. ჩემთვის სერიალში პირველი მთავარი როლი იყო. ახალგაზრდა ვიყავი და ასე ვთქვათ, პირველი დიდი საქმე იყო ჩემთვის ეს როლი ტელევიზიაში. არ დამავიწყდება არასდროს როგორი სიყვარულით და დიდსულოვნად მომიდგა პირველივე დღიდან. პირველივე დღიდან ანა მექცეოდა, როგორც მის თანასწორს. სწორედ მსგავსმა საქციელმა მომცა ძალა შემძლებოდა გამბედავად ვმდგარიყავი მისი დონის მსახიობის გვერდით და მიმეღო სიამოვნება იმისგან, რასაც ვაკეთებდით. ძალიან მნიშვნელოვანია ხელოვანი ადამიანისთვის მოსწონდეს თავისი საქმე”.
კითხვაზე ჰქონდათ თუ არა მსახიობებს ხშირი კონტაქტი თანასის ევთიმიადისმა უპასუხა: “ბოლო პერიოდში კონტაქტი არ გვქონია. ვიცი რომ ავად იყო და მისი ოჯახისგან სჭირდებოდა დიდი თანადგომა. არ გვქონდა ხშირი კონტაქტი, თუმცა ვიცი რომ მძიმე რამდენიმე წელი გაიარა ანამ გარდაცვალებამდე”.