არასრულწლოვანი მის მშობლებთან ერთად სახლში მარიხუანას ზრდიდა
არასრულწლოვანი მის მშობლებთან ერთად სახლში მარიხუანას ზრდიდა
უცხოეთის მოქალაქის მამისა და ბერძენი დედის მითითებებით მიდიოდა არასრულწლოვანი და რწყავდა მარიხუანას, რომელიც მილოპოტამოს მუნიციპალიტეტის სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთზე ჰქონდათ დათესილი მის მშობლებს.
16 წლის ბიჭი დანაშაულის ადგილზე ოთხშაბათს დილით, მაშინ როცა ფურგუნით მიემართებოდა დანაშაულის ადგილას, დააკავა რეთიმნოს პოლიციამ.
მიწის ნაკვეთზე 16 3 მეტრის სიმაღლის მარიხუანას ხე ჰქონდათ დარგული.
პოლიციამ დააკავა 50 წლის ალბანეთის მოქალაქე (მამა) და 38 წლის საბერძნეთის მოქალაქე (დედა), რომლებსაც სახლში ჰქონდათ 2 გამხმარი მარიხუანას ხე, სასწორი და 2 მობილური ტელეფონი.
ოჯახი რეთიმნოში პროკურორთან წარდგება აღიარებითი ჩვენების მისაცემად. მათ წინააღმდეგ საქმე აღიძრა ნარკოტიკული ნივთიერების მოყვანა, გადატანა, გაყიდვის მუხლით.