არახოვა: წყლის დეფიციტმა დრამატულ ზღვარს მიაღწია
არახოვა: წყლის დეფიციტმა დრამატულ ზღვარს მიაღწია
ზიმენოს ერთ-ერთ დასახლებაში, რომელიც ვიოტიას გულად მიიჩნევა, წყლის დეფიციტი დიდ პრობლემას უქმნის ყოველდღიური ცხოვრების უსაფრთხოდ და სრულყოფილად წარმართვაში არამხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას, არამედ ამ ტერიტორიაზე მდევარე ბიზნესებსაც.
წყალმომარაგების კრიზისმა უკვე დრამატულ ზღვარს მიაღწია. მოსახლეობა შველას ითხოვს და ეძებს გზებს ძირითადი სჭიროებების დასაკმაყოფილებლად, როგორიცაა ჰიგიენური პირობებისა და სასმელი წყლის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
ადგილობრივი ბიზნესები კი, როგორიცაა მაგალითად ციპურო “ვასილია”-ს მწარმოებელი კომპანია, ვერ ახერხებს პროდუქტის წარმოებას სწორედ წყლის დეფიციტის გამო.
წყალმომარაგების დეფიციტის გარდა ადგილობრივი მოსახლეობა საუბრობს საგზაო სისტემის გაუმართაობაზე, არასაკმარის პოლიციის თანამშრომლებსა და ჩაბნელებულ ქუჩებთან დაკავშირებით. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემა მოსახლეობაში იწვევს დაუცველობის შეგრძნებას და თვლიან, რომ სახელმწიფო ორგანოებმა ისინი მიატოვა.