არეულობა ხანიას საავადმყოფოში: პაციენტი მედდას თავს დაესხა
დღეს გამთენიისას, კრიტზე, ხანიის საავადმყოფოში პოლიცია გამოიძახეს, რადგან პაციენტი თავს დაესხა მედდას.
პირველადი ინფორმაციით, უცხოელი პაციენტი, რომელიც საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებაში გადაიყვანეს ჯანდაცვის ცენტრიდან, თავს დაესხა მედდას.
შემთხვევა ღამის 12:30 საათზე მოხდა და ბუნებრივია, დიდი არეულობა გამოიწვია.
როგორც საავადმყოფოს პერსონალი და თვითმხილველები აღწერენ, პაციენტი უკიდურესად აგრესიული, გაღიზიანებული და აღგზნებული იყო, მისი ასეთი ქცევის მიზეზი კი ჯერჯერობით დაუდგენელია.
ამავე საინფორმაციო წყაროების ცნობით, შემთხვევის ადგილზე პოლიცია გამოიძახეს და მამაკაცი დააკავეს. ფაქტობრივად, მის დასაწყნარებლად სერიოზული ძალისხმევა გახდა საჭირო.
მედდას სერიოზული დაზიანებები არ მიუღია, თუმცა მას პირველადი დახმარება აღმოუჩინეს.
Facebook Comments Box