არის თუ არა საფრთხის შემცველი ბერძნული კვერცხი – აღმოჩენილია ტოქსიკური ნივთიერებები და პესტიციდები, რომლებსაც პირდაპირი კავშირი აქვთ ბავშვებში სიმსივნის გამომწვევ მიზეზებთან
არის თუ არა საფრთხის შემცველი ბერძნული კვერცხი – აღმოჩენილია ტოქსიკური ნივთიერებები და პესტიციდები, რომლებსაც პირდაპირი კავშირი აქვთ ბავშვებში სიმსივნის გამომწვევ მიზეზებთან
ბოლოდროს ჩატარებულმა კვლევამ ბერძნულ კვერცხში აღმოაჩინა ე.წ მარადიული ქიმიკატები, PFAS-ი, პერი- და პოლი-ფლოროალკილ ნაერთები, რომლებიც ათასობით სინთეზური ქიმიკატის ოჯახს წარმოადგენს. აღნიშნული ქიმიკატები საფრთხეს წარმოადგენენ, რადგან ისინი ბუნებრივი გზით არ იხრწნებიან გარემოში.
მეცნიერული კვლევების მიხედვით, PFAS-ი იწვევს კიბოს, გულის სისხლძარღვებისა და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს, ასევე უშვილობასა და იმუნური სისტემების დაქვეითებას.
იმისთვის რომ მეცნიერებს დაედგინათ არსებობდა თუ არა აღნიშნული ქიმიური ნივთიერებების ჯგუფი საფრანგეთის, გერმანიისა და დანიის გარდა საბერძნეთში, კვლევა ეგეოსის უნივერსიტეტისა და საბერძნეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპერტებმა ჩაატარეს. კვლევის შედეგად გამოკვლეულ იქნა 75 კვერცხი სერესიდან, მაღნისიიდან, ვიოტიიდან, ათენიდან და ილიადან.
კვლევის შედეგები აღმაშფოთებელია, რადგან თითოეულ კვერცხში აღმოჩნდა ქიმიური ნივთიერებების ჯგუფის შემცველობა, ხოლო ნახევარზე მეტში კი საფრთხისშემცველი ოდენობითაც კი. განსაკუთრებით საფრთხის შემცველია კვერცხები ილიადან.
