არ დაგავიწყდეთ საათების ზაფხულის დროზე გადაწევა
არ დაგავიწყდეთ საათების ზაფხულის დროზე გადაწევა
მარტის თვის ბოლო კვირა დღეს, 30 მარტს საათი 1 საათით წინ გადაიწევს. შესაბამისად საათის ისრები გამთენიის 03:00 საათიდან 04:00 საათზე გადაიწევა და დღეც საგრძნობლად მოიმატებს.
ზაფხულის დროით საბერძნეთის მოსახლეობა 2025 წლის 26 ოქტომბრამდე იცხოვრებს.
მსოფლიო საზოგადოება დღემდე კამათობს საჭიროა თუ არა დროის გადაწევა. საათის ისრის გადაწევის მომხრეები აღნიშავენ, რომ ეს მოქმედება დღის სინათლის რაციონალურად გამოყენების საშუალებას და ენერგორესურსების ეკონომიის შესაძლებლობას იძლევა. ამ იდეის მოწინააღმდეგეები კი ამტკიცებენ, რომ სიმამდვილეში არანაირი ეკონომია არ ხდება. უფრო მეტიც, მათი აზრით საათის ისრის გადაწევა დამატებით ხარჯებს იწვევს, რადგან უნდა გადაიწიოს არამხოლოდ საათი, არამედ სხვა მოწყოვილებები, მაგ. ელექტროენერგიის მრიცხველები და ა.შ.
თუმცა ყველაზე დიდი კამათი სამედიცინო წრეებში მიდის, რადგან ზოგიერთი ექიმის აზრით დროით მანიპულაცია ორგანიზმის ბიორიტმზე ნეგატიურად აისახება.
საათის ისრის გადაწევა ადამიანებმა დღის სინათლის რაციონალური გამოყენებისა და ამავდროულად ელექტროენერგიის ეკონომიის მიზნით დაიწყეს, რისი საჭიროებაც პირველი მსოფლიო ომის დროს გაჩნდა, რადგან საომარი მოქმედებები დიდ ხარჯებს მოითხოვდა.
დღემდე საათის ისარს მსოფლიოს 81 ქვეყანა წევს, რომელთა შორისაც ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა შედის.