არ ვიქნები ქალი, რომელიც დანებდა – იოანნა ტუნი ეროტიული კადრების გავრცელების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს
არ ვიქნები ქალი, რომელიც დანებდა – იოანნა ტუნი ეროტიული კადრების გავრცელების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს
29 აპრილს ცნობილმა ინფლუენსერმა პირველი კომენტარი გააკეთა პირადი ეროტიული კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით, რომელსაც სასამართლო პროცესი მოჰყვა. 28 აპრილს აღნიშნული სასამართლო პროცესი 22 მაისამდე გადაიდო.
ინფლუენსერმა პირად ინსტაგრამ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც განაცხადა: “დღეს იყო კიდევ ერთი დღე როცა ჩემ თავს ვუთხარი: “წავედით იოანა, შენ ეს შეგიძლია.” ხშირად მეკითებით, თუ როგორ ვუძლებ იმ ყოველდღიურობას რომელშიც ვცხოვრობ, იმ მითქმა მოთქმას, რომელიც ჩემ გარშემოა ატეხილი. სიმართლე თუ გაინტერესებთ ხშირ შემთხვევაში მგონია ხოლმე რომ ვერ ვუძლებ. საწოლიდან წამოდგომაც კი არ მინდა ხანდახან, რომ არ მომიწიოს რეალობისთვის თვალებში ჩახედვა. თუმცა არც ის მინდა ვიყო ქალი, რომელიც დანებდა. შვილი მყავს, რომელსაც ძლიერი და ბედნიერი დედა სჭირდება. მინდა სწორედ ასეთი დედა და ქალი ვიყო პირველ რიგში ჩემი შვილისთვის და შემდგომ საკუთარი თავისთვის. სწორედ ამიტომ ღრმად ჩავისუნთქავ ხოლმე ყოველ დილას და ვეუბნები საკუთარ თავს: “აბა წავედით კიდევ ერთხელ, შენ ამას შეძლებ”