არ ვიცოდი, რომ ჩემს მოსწავლესთან მიმოწერა ასეთი მძიმე დანაშაული იყო – აცხადებს მასწავლებელი, რომელსაც ბრალი 14 წლის გოგონას სექსუალურად შევიწროებაში ედება
არ ვიცოდი, რომ ჩემს მოსწავლესთან მიმოწერა ასეთი მძიმე დანაშაული იყო – აცხადებს მასწავლებელი, რომელსაც ბრალი 14 წლის გოგონას სექსუალურად შევიწროებაში ედება
52 წლის მასწავლებელმა, გუშინ 10 იანვარს, პროლურორის წინაშე დაკითხვაზე განაცხადა:
“კატეგორიულად უარვყოფ რომ რაიმე სახის სექსუალური კავშირი მქონდა არასრულწლოვანთან. მე მისთვის ხელი არასდროს დამიკარებია. მხოლოდ ერთხელ ვაკოცე ყელში მისი მოთხოვნის შემდეგ და ერთხელ შევეხე შემთხვევით წელზე ჩახუტებისას. ვაღიარებ რომ შეცდომა დავუშვი. არ ვიცოდი, რომ ასეთი მძიმე დანაშაული იყო ჩემს მოსწავლესთან მიმოწერის ქონა. არასდროს მქონია მსგავსი განზრახვა მის მიმართ. პირველად ვარ ამ მდგომარეობაში. ბოდიშს ვუხდი როგორც თავად ჩემს მოსწავლეს, ასევე მის გარშემო მყოფებსაც და ყველას, ვინც უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენე.” – განაცხადა ჩვენებაში ბრალდებულმა.
ბრალდებული ასევე ირწმუნება, რომ შიშველი ფოტოსურათები მას და მის მოსწავლეს არასდროს გაუცვლიათ.