არ ვიცოდი ჩემი შვილის მანქანას თუ დავინახავდი შემთხვევის ადგილას – აცხადებს 18 წლის ბიჭის მამა
არ ვიცოდი ჩემი შვილის მანქანას თუ დავინახავდი შემთხვევის ადგილას – აცხადებს 18 წლის ბიჭის მამა
2 სოფლის მოსახლეობა და სრულიად საბერძნეთი დაამუნჯა ტრაგიკულმა ავტოსაგზაო შემთხვევამ, რომელმაც 2 ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ერთ-ერთი გარდაცვლილის მამა, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლია, პირველი გამცხადდა შემთხვევის ადგილზე და სწორედ მან გადაიყვანა მისი შვილი საავადმყოფოში სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად.
18 წლის გარდაცვლილის ბიძამ protothema.gr-თან საუბრისას განაცხადა: “ორი ოჯახი და სრულიად ორივე სოფლის მოსახლეობა შეძრული ვართ მომხდარით. ტრაგიკულია ის ფაქტიც, რომ ერთ-ერთი გარდაცვლილის მამა გამოიძახეს შემთხვევის ადგილზე და დაშავებულებისთვის დახმარების აღმოსაჩენად მისულმა მისი შვილის ავტომანქანა იცნო. ჩვენი სტავროსი და კონსტანტინე ბავშვობის მეგობრები იყვნენ. ღმერთს ვთხოვ მათი მესამე მეგობარი მაინც გადარჩეს. სიტყვები არ მყოფნის მწუხარების გამოსახატად, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ..”
18 წლის ბიჭის მამამ განაცხადა: “უკვე ბოლო 6 წელია მხოლოდ მე ვმართავ პრესპესში სასწრაფო დახმარების მანქანას. ყოველ წუთას მზად ვარ გავქანდე სიცოცხლის გადასარჩენად, მაგრამ ჩემი შვილის სიცოცხლის გადარჩენა ვერ შევძელი.. როცა გამოძახება მივიღეთ 4 წუთში უკვე შემთხვევის ადგილზე ვიყავი. არ ვიცოდი რომ ჩემ შვილს ვნახავდი იმ საბედისწერო ადგილას. შემთხვევის ადგილზე მისვლისას ჩემი შვილის მანქანა დავინახე, ბავშვები უგონო მდგომარეობაში იყვნენ. მუხლები მომეკვეთა.. მაგრამ თავი ხელში ავიყვანე და საბრძოლველად მოვემზადე რომ ექიმებთან ერთად გონს მომეყვანა სამივე ახალგაზრდა. ჩემი გოგო დღე დღეზე ბავშვს გააჩენს და ვფიქრობ ამ მდგომარეობაში როგორ უნდა ამოვუდგე მხარში?! ღმერთმა გვიშველოს..”