ასპროპირღოსში ხანძარია
ასპროპირღოსში ხანძარია
პარასკევს დილით სახანძრო-სამაშველო სამსახურში განგაშის ზარი დაირეკა. აურზაურის გამოწვევის მიზეზი ასპროპირღოსში, კერძოდ მელისიაში გაჩენილი ხანძარი იყო.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ცეცხლი გამხმარ ბალახს მოედო და რამდენიმე წუთის შემდეგ უკვე კონტროლს აღარ ექვემდებარებოდა.
ხანძარი ატიკი ოდოსის საგზაო მოსაკრებლის პუნქტთან ახლოს გაჩნდა.
შემთხვევის ადგილზე 14 მეხანძრე 7 სახანძრო მანქანით გამოცხადდა.
სახანძრო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ცეცხლი ახლოს არის მცირე ბიზნესებთან და დასახლებულ პუნქტთანაც, თუმცა ჯერ-ჯერობით ადგილობრივ მოსახლეობას აღელვების მიზეზი არ აქვს.
Facebook Comments Box