ატმოსფეროში აფრიკული მტვერი ბრუნდება – შაბათიდან ტემპერატურა უმნიშვნელოდ იკლებს
ატმოსფეროში აფრიკული მტვერი ბრუნდება – შაბათიდან ტემპერატურა უმნიშვნელოდ იკლებს
საბერძნეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სადგურის დირექტორი თოდორის კოლიდასი აცხადებს, რომ ატმოსფეროში აფრიკული მტვერი ისევ შემოიჭრა.
რათქმაუნდა აფრიკული მტვერის რაოდენობა ატმოსფეროში არ არის იმდენად დიდი, როგორც ზაფხულში იყო, თუმცა საბერძნეთის მოსახლეობა მაინც იგრძნოვს პარასკევს, მთელი დღის განმავლობაში ამინდის ცვლილებას.
შაბათიდან კი ტემპერატურა უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც დაიკლებს, რაც ხელს შეუწყობს ატმოსფეროს აფრიკული მტვერისგან გაწმენდას. დაუბერავენ 6 ბოფორის სიმძლავრის ქარები და ტემპერატურა შემოდგომისთვის ჩვეულ მაჩვენებელს დაუბრუნდება.
Facebook Comments Box