ატმოსფეროში ჰაერის თბილი მასების შემოდინება დაიწყო
ატმოსფეროში ჰაერის თბილი მასების შემოდინება დაიწყო
ზამთრის სუსხმა კუდი ბოლოჯერ მოიქნია სააღდგომოდ და დღეიდან უკან დახევას იწყებს.
მეტეოროლოგების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ეტაპობრივად ატმოსფერო გათბება და ტემპერატურა ეტაპობრივად მოიმატებს. აღდგომის კვირაში კი სეზონისთვის უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურაც დაფიქსირდება.
“უამინდობის ფენომენი ეტაპობრივად უკან იხევს, ხოლო შაბათიდან კი ტემპერატურა საგაზაფხულო მაჩვენებელს დაუბრუნდება. სააღდგომო კვირას ატმოსფეროში ჰაერის თბილი მასების შემოდინება დაიწყება აფრიკიდან, რაც ტემპერატურის საგრძნობ მატებას გამოიწვევს.” – აცხადებს თოდორის კოლიდასი.
Facebook Comments Box