აუზში დამხრჩვალი იპოვეს 4 წლის გოგონა, რომელსაც დღეზე მეტი ეძებდნენ
აუზში დამხრჩვალი იპოვეს 4 წლის გოგონა, რომელსაც დღეზე მეტი ეძებდნენ
ტრაგიკული დასასრული აღმოაჩნდა პაქსუსზე გაუჩინარებული გოგონას ისტორიას, რომელიც 22 აგვისტოს, სახლიდან 500 მეტრში, აუზში დამხრჩვალი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გაუჩინარებამდე გოგონა სახლის ეზოში თამაშობდა. როგორც კი გოგონა თვალს მოეფარა დედამ მისი ძებნა დაიწყო.
სამართალდამცავ ორგანოებს დედამ განუცხადა, რომ გოგონა დაახლოებით 16:40 საათზე გაუჩინარდა.
გოგონას ცხედარი სამძებრო სამუშაოების დაწყებიდან 24 საათის შემდეგ სახლიდან 500 მეტრის მოშორებით აუზში იპოვეს.
გოგონას ოჯახი ალბანეთიდან არის და კუნძულზე სეზონურად უკვე წლებია მუშაობს.
პოლიციამ დააკავა გარდაცვლილი გოგონას მშობლები და ბაბუაც, არასრულწლოვნისთვის არასათანადო ყურადღების მიქცევის ბრალდებით.
ცხედარს ჩაუტარდება ექსპერტიზა გარდაცვალების მიზეზის დასადგენად.
