,,სად არის ჩემი შვილი? სად დატოვე ჩემი შვილი? აღიარე, თუ ოდნავ მაინც შეგრჩენია ადამიანობა!”
,,სად არის ჩემი შვილი? სად დატოვე ჩემი შვილი? აღიარე, თუ ოდნავ მაინც შეგრჩენია ადამიანობა!”
ყასაბი მესოლოგიდან
მესოლოგი: 31 წლის ბაბისის გაუჩინერების გამო მტკიცებულებები მრავლად არსებობს, რის გამოც, ადგილობრივი ყასაბი დაპატიმრებულია!
მესოლოგელი ყასაბი, ჩადენილი დანაშაულის გამო თავისმართლებას ორშაბათს ეცდება. ის, ურთიერთგამომრიცხავ ფაქტებზე ალაპარაკდა. ასევე, არსებობს ჩვენებები, სადაც დამნაშავემ მიანიშნა, რომ ბაბისი მოკლა…
ის ფაქტი, რომ დამნაშავე არა იმ გზით, რომელზეც მან სამართალდამცავებს მიუთითა, არამედ, სხვა მიმართულებით გადაადგილდებოდა, მისი უუნარობა, ზუსტად აღეწერა საკუთარი ქმედებები ბაბის გაუჩინარების ღამეს, ასევე ურთიერთაგმომრიცხავი, ცრუ ჩვენებები, რომელიც დამნაშავემ სამართალდამცავებს მისცა, მისი დაპატიმრებით დასრულდა. სავარაუდო დამნაშავეს, მშვიდ მდგომარეობაში ჩადენილი მკვლელობის გამო წაუყენეს ბრალი.
50 წლის მამაკაცის მიერ სამართალდამცავებისათვის მიცემულმა ჩვენებებმა უამრავი ეჭვი გამოიწვია. ეჭვმიტანილმა ზუსტად ვერ ახსნა , თუ რა მოხდა მას შემდეგ, რაც 31 წლის ბაბისი გაუჩინარდა. ასევე, მესოლოგის რაიონში არსებული უსაფრთხოების კამერებიდან ამოღებული ვიდეომასალებიდან გაირკვა, რომ დაკავებულის მიერ იმ ღამით გავლილი მარშრუტი არ იყო ის მარშრუტი, რომელის შესახებაც მან თავდაპირველად პოლიციას უამბო.
გარდა ამისა, სავარაუდო დამნაშავის დაკავებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, იმ პირების განცხადებებმაც, რომლებაც აღნიშნეს, რომ ყასაბთან საუბრისას, მათ ისეთი შთაბეჭდილება დარჩათ, თითქოს ყასაბი ბაბისს, უკვე როგორც მოკლულს, ისე მოიხსენიებდა.
პოლიციის სამმართველოს ეზოში შეკრებილი, ბაბი კუციკოს დედა, და და ახლობლები, იქ მყოფ ადგილობრივ მოსახლეობასა და პოლიციელებთან ერთად, გვიან ღამიდან შუადღემდე ელოდნენ დამნაშავე ყასაბის გამოჩენას, რომელიც ხანგრლივი დროის განმავლობაში სამართალდამცავებს დაკითხვაზე ჰყავდათ შეყვანილი და მას, სასამართლოში გადასაყვანად ამზადებდნენ.
,,სად არის ჩემი შვილი? სად დატოვე ჩემი შვილი? აღიარე, თუ ოდნავ მაინც შეგრჩენია ადამიანობა!’ – გულსაკლავად მოთქვამდა მოკლულის დედა…
ბაბის ოჯახი დარწმუნებულია, რომ ბაბი დანაშაულებრივი ქმედების მსხვერპლი გახდა.
,,გაუჩინარებაში სხვა პირიც უნდა იყოს ჩართული!“, – ამბობს ბაბის კუციკოს და -,,ცხედარი გაცილებით მეტს იწონის. ასე რომ, მკვლელს არ შეეძლო გვამის გადატანა დახმარების გარეშე. მას სხვებიც დაეხმარნენ. აღიარონ, სად დატოვეს ჩემი ძმის ცხედარი!“
სამწუხაროდ, მოკლულის მშობლებისთვის ამ ეტაპზე, ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ მოკლულის ცხედარი იპოვონ, დაიტირონ და დაკრძალონ იგი.