აღიოს პანდელეიმონას: 31 წლის უკრაინის მოქალაქის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები ვრცელდება
აღიოს პანდელეიმონას: 31 წლის უკრაინის მოქალაქის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები ვრცელდება
2025 წლის 10 ოქტომბერს სასტიკად მოკლული 31 წლის უკრაინის მოქალაქის საქმის გასახსნელად სამართალდამცავი ორგანოები აგრძელებენ გამოძიებას.
პოლიციამ უკვე დაკითხა მოწმეები, ჩაატარა გენეტიკული კვლევები, რის შედეგადაც შეძლო დამნაშავეთა კვალზე გასვლა.
ვრცელდება ვიდეო მასალაც, რომელშიც ჩანს თუ როგორ გადაადგილდება 3 ბრალდებული სანამ მათ პოლიცია აიყვანს.
გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 10 ოქტომბერს დილით ბოროტმოქმედებმა ძალის გამოყენებით აიძულეს 31 წლის ბიჭის მეგობარი მათთვის სახლის კარი გაეღო. ის თოკით დააბეს და ბასრი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს.
იმავე დღეს, საღამოს, როგორც კი 31 წლის ბიჭი სახლში შევიდა ბოროტმოქმედები მას თავს დაესხნენ, ხელ-ფეხი გაუჯოჭეს და დანით მიაყენეს ჭრილობები, რომლებიც მისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა.
თავდამსხმელებმა სახლიდან გაიტანეს ელექტრონული მოწყობილობები და გაიტანეს ძვირფასეულობა და თანხა სეიფიდან.

