აღრინიო: ავტომანქანის მძღოლს, რომელმაც ავარია გამოიწვია, სამუდამო პატიმრობა უნდა მიესაჯოს – აცხადებს აკის და ხარიტინის დედა
აღრინიო: ავტომანქანის მძღოლს, რომელმაც ავარია გამოიწვია, სამუდამო პატიმრობა უნდა მიესაჯოს – აცხადებს აკის და ხარიტინის დედა
დამნაშავის სამაგალითოდ დასჯას ითხოვს აკისა და ხარიტინის დედა, რომელმაც ორივე შვილი აღრინიოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაკარგა.
“სამართალი უნდა აღდგეს ჩემი შვილებისთვის. 3 კვირა იბრძოლა ჩემმა პატარა გოგომ გადასარჩენად.. უდიდესი სიყვარულით გავზარდე ორივე და რისთვის? რომ ვიღაცას უსამართლოდ წაერთმია მათთვის სიცოცხლე?! ჩემი შვილი არ ტყუოდა..ჩემმა ბიჭმა მითხრა დე.. გავალ ყავას ვიყიდი და ჩემს დასაც წავიყვან თან.. და უკან ვეღარ დაბრუნდნენ. რატომ არიან გარეთ ჩემი შვილების მკვლელები?! სამუდამოდ უნდა ჩააყუდონ ციხეში!” – განაცხადა იოანნა კარახრისტუმ ტელემაუწყებელ ΑΝΤ1-სთან საუბრისას.
Facebook Comments Box