აღრინიო: დღეს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულ 20 წლის ბიჭს დაკრძალავენ
აღრინიო: დღეს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულ 20 წლის ბიჭს დაკრძალავენ
ენით აღუწერელია ტკივილი და სევდა, რომელსაც 20 წლის აკის ოჯახი განიცდის.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდას სიცოცხლე შაბათს მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ იმსხვერპლა. 20 წლის აკი მის დასთან ერთად გადაადგილდებოდა, როდესაც ავტომანქანას შეეჯახა. აკი საავადმყოფოში გადაყვანიდან მალევე გარდაიცვალა, ხოლო მისი და კი ამ დრომდე იბრძვის სიცოცხლის გადასარჩენად.
გარდაცვლილი ოჯახის უფროსი ვაჟი იყო და აღრინიოში ერთ-ერთ კაფე-ბარში მუშაობდა.
20 წლის აკის დღეს შუადღეს აღრინიოშივე დაკრძალავენ.
Tempo24-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად პოლიციამ დააკავა მანქანის 37 წლის მძღოლი, რომელსაც აკი და მისი და შეეჯახნენ.
Facebook Comments Box