აღრინიო: 14 წლის ბიჭი ოთხმა არასრულწლოვანმა სცემა
აღრინიო: 14 წლის ბიჭი ოთხმა არასრულწლოვანმა სცემა
პოლიციამ 4 არასრულწლოვანი დააკავა 14 წლის ბიჭზე თავდასხმის გამო.
agrinionews.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად არასრულწლოვნებთან ერთად განყოფილებაში მათი მშობლებიც გადაიყვანეს.
პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად განყოფილებაში შესული საჩივრის თანახმად 14 წლის ბიჭს კვირას ღამით დაესხნენ თავს. არასრულწლოვნებმა ბიჭს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ერთ-ერთმა მათგანმა სახეში მუშტი ჩაარტყა. დარტმის შედეგად ბიჭს თვალზე აღენიშნება სილურჯე და სისხლჩაქცევა.
თავდასხმის მსხვერპლი მამასთან ერთად საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დაკავებულებისა და მათი მშობლების წინააღმდეგ საქმე ფიზიკური ძალადობისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის მუხლით აღიძრა.
Facebook Comments Box