Latest news
ძლიერი წვიმა ზამთრის განუყოფელ ნაწილად იქცა ვიოლანდა: ქარხნის თანამშრომლები საპროტესტო აქციას მართავენ ვიოლანდა: ქარხნის მფლობელს დაკითხვაზე გადაიყვანეს სისხლისგან იცლებოდა, მაგრამ გასაღებს მაინც არ მაძლევდა - აცხადებს 64 წლის კაცი, რომელმაც საკუთარ ძმა... ტაქსის მძღოლები 3 დღიან გაფიცვას აცხადებენ ქაოსი ქუთაისი-სალონიკის ფრენაზე იყო თუ არა ელექტრო ავტომანქანა, რომელსაც ეთნიკი ოდოსზე ცეცხლი გაუჩნდა თავისუფალი თეატრი 20 თებერვალს 24 საათით გაიფიცება არღირუპოლი: 22 წლის ბიჭი საავადმყოფოში სხეულის მძიმე დაზიანებებით მიიყვანეს დღეიდან ვიოლანდას მფლობელის მეორე ქარხანა Vitafree-ც დაიკეტება
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ახაია: ვგიჟდები ცხოველებზე – აცხადებს 33 წლის ალბანელი

ახაია: ვგიჟდები ცხოველებზე – აცხადებს 33 წლის ალბანელი

33 წლის ალბანეთის მოქალაქე, ოლსიენ მუცობეგა, თავისდა უნებლიედ ადამიანობის სიმბოლოდ იქცა. 

პატრაში მძვინვარე ხანძრისგან ცხოველების გამოხსნის მცდელობისას ოლსიენი ფოტოგრაფმა ცხვართან ჩახუტებული დააფიქსირა. 

აღნიშნული ფოტოსურათი ვირუსულად მოედო ინტერნეტს, რადგან შეუძლებელია გულგრილი დარჩეს ადამიანი, რომელიც ამ სიყვარულით სავსე ფოტოს ნახავს.

როგორც აღმოჩნდა ეს არ იყო ერთადერთი ცხოველი, რომელიც ოლსეინმა იმდღეს იხსნა. ძაღლები, კატები და სხვა შინაური ცხოველები იღბლიანები აღმოჩნდნენ, რადგან 33 წლის კაცმა მეგობრებთან ერთად დაუზარებლად იბრძოლა მათ გადასარჩენად. 

“იცით რამდენი ცხოველი გადავარჩინეთ? ძაღლები, უამრავი ძაღლი, რომელიც დაბმული იყო და განწირული დასაწვავად. მაგიჟებს ფაქტი, რომ ხალხი გარბის და ცხოველებს ტოვებენ. ეს არ არის დაუდევრობა, ეს დანაშაულია.” – განაცხადა ოლსიენ მუცობეგამ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *