ახალგაზრდამ ამბელოკიპებზე არსებული მინი-მარკეტის თანამშრომლის დანით დაჭრა სცადა
ახალგაზრდამ ამბელოკიპებზე არსებული მინი-მარკეტის თანამშრომლის დანით დაჭრა სცადა
ორშაბათს ღამით ამბელოკიპებზე არსებული მინი-მარკეტის თანამშრომლის დანით დაჭრა სცადა თავდამსხმელმა.
protothema.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ინციდენტი საღამოს 20:00 საათზე მოხდა, როდესაც განერვიულებული ახალგაზრდა მინი-მარკეტთან მივიდა, დიდი დანა მოიმარჯვა და მარკეტის თანამშრომელზე თავდასხმა სცადა.
საბედნიეროდ თავდამსხმელი ორმა დაცვის თანამშრომელმა შენიშნა და მისი განეიტრალება დროულად მოხერხდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად პოლიციამ არამხოლოდ თავდამსხმელი, არამედ მინი-მარკეტის თანამშრომელიც დააკავა, რადგან ჩხრეკისას მას ჩაქუჩი ამოუღეს.
Facebook Comments Box