Latest news
განრისხებულმა ახალგაზრდამ ავტობუსის მძღოლს სახეში მუშტი ჩაარტყა - ჩხუბის მიზეზი ავტობუსის დაბალი სიჩ... ორეოკასტრო: 2 წლის ბავშვს რკინის ჭიშკარი დაეცა საბერძნეთი: ტემპერატრის მკვეთრი ვარდნა და ძლიერი ქარები ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 მგზავრი მძიმედ დაშავდა რეთიმნო: კერძო სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად 2 ძაღლი დაიწვა პატრა: 10 წლის ბიჭი სახლში უკანონოდ შეჭრის მცდელობისას აივნიდან გადავარდა და მძიმედ დაშავდა ნავპლიო: ციხეში ატეხილი ჩხუბის შედეგად 5 პატიმარი დაშავდა მტრედმა პაციენტს საჭმელი შეუჭამა ძლიერმა წვიმამ ჰალკიდიკში გზები დატბორა პრაღა: ჯონ ლენონის კედლის დაარესების 45 წლისთავი სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება
სამშაბათი, აპრილი 29, 2025
საბერძნეთიUncategorized

ახალგაზრდა ადვოკატს ხალკიდადან, რომელიც TikTok-ის საშუალებით იურიდიულ რჩევებს გასცემდა, დისციპლინური სამსახურისთვის მოუწევს ახსნა განმარტების მიცემა

ახალგაზრდა ადვოკატს ხალკიდადან, რომელიც TikTok-ის საშუალებით იურიდიულ რჩევებს გასცემდა, დისციპლინური სამსახურისთვის მოუწევს ახსნა განმარტების მიცემა

ახალგაზრდა ადვოკატი მარია კარლი, რომელმაც 2023 წლის ნოემბრიდან დაიწყო TikTok-ის პლატფორმაზე დაიწყო ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისა და აქტუალური საკითხების განხილვა როგორც პირადი ასევე სამართლებრივი ჭრილიდან, არ ელოდებოდა რომ ორი თვის შემდეგ მისი საქმე ადვოკატთა ასოციაციის მიერ განსახილველად გადაეცემოდა სადისციპლინო საბჭოს ადვოკატის პროფესიის არაეთიკურად გამოყენების ბრალდებით.

კერძოდ, 2024 წლის 26 იანვარს, ხალკიდას ადვოკატთა ასოციაციის დირექტორთა საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე გადაწყდა, რომ მარია კარლის საქმე გადაეცეს სადისციპლინო საბჭოს, რათა მოხდეს აღნიშნული საკითხის ძირფესვიანი გამოძიება. 

ადვოკატთა ასოციაციის რიგგარეშე სხდომის გადაწყვეტილება მიღებული იყო რიგ მიზეზთა გამო: ქ-ნი კარლისი იღებდა და აქვეყნებდა ვიდეოებს, რომლებიც გადაღებული იყო ადვოკატთა ასოციაციის შენობის ოფისში და ხალკიდას პირველი ინსტანციის სასამარტლო შენობაში. იგი ზემოთ აღნიშნულ ვიდეოებში გასცემდა უფასო იურიდიულ რჩევებს და ადვოკატთა კოდექსისა და ეთიკის წესების დარღვევით ცდილობდა საკუთარი თავის გაპიარებას. 

თავის მხრივ, ახალგაზრდა ადვოკატი წერილობით ახსნა-განმარტებაში, სხვა საკითხებთან ერთად, აღნიშნავს, რომ მას არ გაუცია არანაირი უფასო რჩევა და არ გაუკეთებია საკუთარი ოფისის რეკლამა, არამედ განიხილავდა ქვეყანაში მიმდინარე, აქტუალურ მოვლენებს. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *