ახალი, ელექტრონული პროგრამის დახმარებით ანალიზების გაკეთება და ექიმებთან ვიზიტი გამარტივდება
ახალი, ელექტრონული პროგრამის დახმარებით ანალიზების გაკეთება და ექიმებთან ვიზიტი გამარტივდება
2025 წლიდან იგეგმება ცვლილებები, რომლებიც საბერძნეთის მოქალაქეებს და სახელმწიფო დაზღვევის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მისცემს შესაძლებლობას ჰქონდეთ სრული წვდომა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის ისტორიაზე, ხოლო ჯანდაცვის სერვისების უზრუნველყოფის ეროვნულ ორგანიზაცია შეძლებს ჰქონდეს სრული კონტროლი მათ მიერ უზრუმველყოფილი სერვისების სწორად განხორციელებაზე.
სერვისების ელექტრონულ რეჟიმში გადატანა სწორედ პაციენტებისა და ექიმების ურთიერთობის გამარტივებას ემსახურება.
ygeiamou.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად იანვარში უკვე მზად იქნება ელ.პლატფორმა OTP, რომლის დახმარებითაც მოქალაქეები განაცხადებენ ელექტრონულად თანხმობას იმისთვის რომ ექიმებმა შეძლონ მათთვის საჭირო მედიკამენტების გამოწერა და ანალიზების თარიღების ჩანიშვნა.