Latest news
20 თებერვლიდან ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი ვარი: ელექტროშოკის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა ვიოლანდა: აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების ადვოკატი განცხადებას აქვეყნებს დაკავებული ეველპიდონის სასამართლოდან გაიქცა 16 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მძღოლს, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანას ნასვამ მდგომარეობა... ირაკლიო: ბენზინგასამართი სადგური ხის ტოტის მუქარით გაძარცვეს კონსტიტუციოლოგი და ყოფილი მინისტრი ანდონის მანიტაკისი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა ხალკიდა: ტაქსის მძღოლმა გონება დაკარგა და განათების ბოძს შეეჯახა სუფთა ორშაბათი: ტრადიციები და ცრურწმენები სუფთა ორშაბათას საბერძნეთის მოსახლეობა მშვიდად შეძლებს ფრანების აფრენას
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
საბერძნეთისამართალი

ახალი საგზაო მოძრაობის კოდექსი წერტილს დაუსვამს ყველა გადაცდომას, რომელიც გარემოს და მოსახლეობას საფრთხის ქვეშ აყენებს

ახალი საგზაო მოძრაობის კოდექსი წერტილს დაუსვამს ყველა გადაცდომას, რომელიც გარემოს და მოსახლეობას საფრთხის ქვეშ აყენებს

პარლამენტში კენჭისყრისთვის წარდგენილი ახალი საგზაო მოძრაობის კოდექსი საბერძეთის გზებზე გადაადგილების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოდერნიზაციას ისახავს მიზნად. 

კანონის თანახმად მოწევა აკრძალულია, როცა მძღოლთან ერთად ავტომანქანაში იმყოფება 12 წლამდე ბავშვიც.

აღნიშნული აკრძალვა მე-17 მუხლით არის გათვალისწინებული და კრძალავს:

  • კერძო და საჯარო ტრანსპორტში მოწევას, როცა სატრანსპორტო საშუალებით 12 წლამდე ბავშვებიც გადაადგილდებიან.
  • აკრძალვა ეხება როგორც მძღოლს, ასევე ნებისმიერ მგზავრს.
  • აკრძალვის დარღვევის შემთხვევაში გამოიწერება 1500 ევროს ოდენობის ჯარიმა.
  • თუ საჯარო ტრანსპორტში ეწევა მძღოლი, მაშინ ჯარიმა ორმაგდება 3 000 ევროს უტოლდება და მძღოლს მართვის მოწმობა ჩამოერთმევა 1 თვით.

საჩივრების პოლიციაში შეტანა განხორციელდება ელ.პლატფორმის დახმარებით სადაც ადამიანებს შეეძლებათ:

  • ატვირთონ კანონდამრღვევი ავტომანქანის ნომერი
  • შემთხვევის ადგილი და დრო

ელექტრონული პლატფორმა მუშაობს 24 საათის განმავლობაში. საჩივრის შეტანა შესაძლებელია სატელეფონო ზარის მეშვეობითაც ნომერზე: 1142.

კოდექსის 103-ე მუხლი შეიცავს მძღოლის ვალდებულებებს და დოკუმენტაციის ჩამონათვალს, რომელიც აუცილებლად თან უნდა იქონიოს ავტომანქანის მართვისას:

  • მართვის მოწმობა (την άδεια ικανότητας οδήγησης)
  • ავტომანქანის რეგისტრაციის მოწმობა (την άδεια κυκλοφορίας του οχήματος)
  • ავტომანქანის დაზღვევა (την απόδειξη ασφάλισης του οχήματος)
  • ტექ.დათვალიერების სერთიფიკატი (ΚΤΕΟ)

სრულიად შესაძლებელია გაჩნდეს კითხვა: რამდენად უსაფრთხო და მოსახერხებელია ამდენი დოკუმენტის ტარება და არსებობს თუ არა ალტერნატივა?

გამომდინარე იქიდან, რომ საბერძნეთის რესპუბლიკა მოსახლეობას სთავაზობს ელ.პლატფორმა Gov.gr Wallet-ის ალტერნატივას მძღოლებს შეუძლიათ ტელეფონებში ელექტრონულად გადაიტანონ:

  • ელექტრონული პირადობის დამადასტურებელი მოწმობა
  • ელექტრონული მართვის მოწმობა
  • ელექტრონული ავტომანქანის რეგისტრაციის მოწმობა
  • ელექტრონული დაზღვევა
  • ელექტრონული ტექ.დათვალიერების სერთიფიკატი

თუ ავტომანქანის მძღოლი ყველა ზემოთ ჩამოთვლილ დოკუმენტი აქვს ჩატვირთული ელექტრონულ ფორმატში და აღნიშული დოკუმენტაცია მოქმედია, მაშინ არ არსებობს საჭიროება დოკუმენტების დედანის ტარება.

შეგახსენებთ, რომ 

  • მართვის მოწმობის გარეშე ავტომანქანის მართვა ისჯება 200 ევროს ოდენობის ჯარიმით და ასევე პოლიციას უფლება აქვს ჩამოგართვათ მართვის მოწმობაც.
  • ავტომანქანის რეგისტრაციის მოწმობის გარეშე გადაადგილება ისჯება 200 ევროს ოდენობის ჯარიმით 
  • დაზღვევის გარეშე ავტომანქანით გადაადგილება 500 ევროს ოდენობის ჯარიმით
  • ტექ.დათვალიერების სერთიფიკატის გარეშე გადაადგილება კი 200 ევროს ოდენობის ჯარიმით.
Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *