ახალი 2025 წელი მზიანი ამინდებით დაიწყო
ახალი 2025 წელი მზიანი ამინდებით დაიწყო
მოწმენდილი ცით, მზიანი ამინდითა და საგაზაფხულო ტემპერატურით დაიწყო ახალი, 2025 წელი.
სინოპტიკოსების პროგნოზის თანახმად ამინდი მთელი ქვეყნის მასშტაბით გაუმჯობესდება და ტემპერატურა 15 გრადუსს მიაღწევს 31 დეკემბერს.
მხოლოდ კრეტაზე და იონიის ზღვის კუნძულებზეა მოსალოდნელი მოღრუბლული ამინდი და ადგილობრივი წვიმები შუადღის შემდეგ. თუმცა საღამოს საათებისთვის ატმოსფეროში ნალექის რაოდენობა შემცირდება.
ტემპერატურა საბერძნეთის ჩრდილოეთ რეგიონებში 14 გრადუსს მიაღწევს, ხოლო დანარჩენ ტერიტორიაზე კი 15-დან 17 გრადუსამდე იმერყევებს.
Facebook Comments Box