ბავშები შოკში არიან, არ ვიცოდით, რომ პარტნიორი ჰყავდა – აცხადებს მოკლული ქალის ყოფილი მეუღლე
ბავშები შოკში არიან, არ ვიცოდით, რომ პარტნიორი ჰყავდა – აცხადებს მოკლული ქალის ყოფილი მეუღლე
შეძრულები არიან როგორც მოკლული ქალის შვილები ასევე მისი ყოფილი მეუღლეც, რომლებიც სასტიკი რეალობის წინაშე დადგნენ გუშინ ღამით.
48 წლის ქალი საკუთარ ბინაში ყოფილმა პარტნიორმა უმოწყალოდ სცემა. სხეულისა და სახეში მიყენებულმა მძიმე დაზიანებებმა კი ქალი სიკვდილამდე მიიყვანა.
მოკლული ქალის მეუღლემ protothema.gr-თან ისაუბრა და განაცხადა: “არაფერი არ ვიცი. ჩემმა ბიჭმა დამირეკა და ასე გავიგე. სამი საერთო შვილი გვყავს. გავშორდით ისე, როგორც სხვა წყვილები შორდებიან. არც პირველი წყვილი ვართ და არც უკანასკნელი ვინც ერთად თანაცხოვრება ვერ შეძლო, თუმცა ის რაც მოხდა ტრაგიკულია. ბავშვები ამ დრომდე შოკში არიან, ვერ იჯერებენ მომხდარს. პარტნიორი თუ ჰყავდა ისიც არ ვიცოდი. არც ბავშებს ჰქონდათ ნათქვამი რამე ამასთან დაკავშირებით.”
