ბელგია: ბრიუსელის ტერორისტი ლიკვიდირებულია-ის პოლიციასთან შეტაკების დროს დაიღუპა
ისლამური წარმოშობის ტერორისტი აბდესლამ ლასუედი, რომელმაც ორშაბათს ღამით ბრიუსელში ორი ადამიანი მოკლა, დღეს დილით პოლიციასთან შეტაკების შედეგად დაიღუპა.
როგორც ცნობილია, პოლიციამ ბელგიაში არალეგალურად მყოფი 45 წლის ტუნისელი რამდენიმე საათის განავლობაში მიმდინარე ძებნის შემდეგ ღამით საარბეკის რაიონში, საკუთარ სახლთან იპოვა.
ბელგიური მედიის ცნობით, აბდესლამი გაქცევას ცდილობდა, რა დროსაც მას პოლიციამ მკერდის არეში ესროლა.
დაჭრილი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, გავრცელებული ინფორმაციით მას რეანომობილში გულის შეტევა განუვითარდა და საბოლოოდ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, სადაც გარდაიცვალა.
ბელგიის იუსტიციის მინისტრმა მანამდე განაცხადა, რომ იმ ტერიტორიაზე, სადაც ისლამისტი ტერორისტი იმყოფებოდა, აღმოაჩინეს იარაღიც, რომლითაც მან ორშაბათს ღამით სასიკვდილოდ დაჭრა ორი ადამიანი. აღნიშნულია რომ ის ეჭვმიტანილი იყო ადამიანებით ვაჭრობაში.
