Latest news
9 მარტს დაკითხავენ ყოფილ მეან-გინეკოლოგს, რომლის სახლიდანაც ბავშვთა პორნოგრაფიის შემცველი ვიდეომასალ... 7 მარტს საბერძნეთში კიდევ 538 ბერძენი დაბრუნდა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან მარიას და მართას ისტორია: ქალები, რომლებიც ბერძნულ პორტებში გაბატონებულ სტერეოტიპებს ამსხვრევენ ნახევარმარათონის უჩვეულო და გამორჩეული მონაწილეები მარინაკუ ნახევარმარათონის გამარჯვებული უკვე მესამედ გახდა საგზაო პოლიციამ ალკოტესტი მძღოლის ნაცვლად მგზავრს ჩაუტარა პტოლემაიდა: 49 წლის კაცს ძმამ დანით ჭრილობები მიაყენა 8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება პენსიონერი ექიმის სახლიდან ბავშვთა პორნოგრაფიის ჩანაწერები ამოიღეს სალონიკი: ChatGPT-ის ლოგოთი დამზადებული სააღდგომო სანთლის შესაძენად რიგებია
ორშაბათი, მარტი 9, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ბერძნული პასპორტის უპირატესობები

ბერძნული პასპორტის უპირატესობები

მსოფლიოს ყველაზე ძლიერი პასპორტების ათეულში საბერძნეთიც მოხვდა

2025 წელს, Henley Passport Index-მა მსოფლიოს 10 ყველაზე ძლიერი პასპორტის რეიტინგი გამოაქვეყნა. პასპორტების სიძლიერეს განსაზღვრავს ის, თუ მის მფლობელს რამდენ სახელმწიფოში შეუძლია შესვლა უვიზოდ ან ვიზის წინასწარი მოთხოვნის გარეშე.

  1. სიაში პირველ ადგილს სინგაპური იკავებს. ამ პასპორტის მფლობელებს 195 ქვეყანაში შეუძლიათ გამგზავრება უვიზოდ.
  2. მეორე ადგილს იაპონია იკავებს, რომლის მოქალაქეებსაც 193 ქვეყანაში შეუძლიათ ვიზის გარეშე მოგზაურობა.
  3. მესამე ადგილზე ქვეყნების ექვსეული გავიდა: საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი. ფინლანდია და სამხრეთ კორეა, რომელი ქვეყნების პასპორტების მფლობელებისთვისაც 192 ქვეყნის კარია ღია.
  4. მეოთხე ადგილს ევროკავშირის 7 ქვეყანა იკავებს: ავსტრია, დანია, ირლანდია, ლუქსემბურგი, ჰოლანდია, ნორვეგია და შვედეთი. აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეები 191 ქვეყანაში სარგებლობენ უვიზო მიმოსვლით.
  5. მეხუთე ადგილს იკავებენ: ბელგია, ახალი ზელანდია, პორტუგალია, შვედეთი და დიდი ბრიტანეთი.
  6. საბერძნეთი მეექვსე ადგილზე გავიდა ავსტრალიასთან ერთად. როგორც ჩანს საბერძნეთის მოქალაქეებს 189 ქვეყანაში აქვთ უვიზო მიმოსვლის უფლება.
  7. კანადა, მალტა, პოლონეთი (188)
  8. ჩეხეთი, უნგრეთი (187)
  9. ესტონეთი, აშშ (186)
  10. ლიტვა, ლატვია, სლოვაკეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები (185)
Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *