ბერძნულმა სამზარეულომ მსოფლიოში მეორე ადგილი დაიკავა
ბერძნულმა სამზარეულომ მსოფლიოში მეორე ადგილი დაიკავა
როგორც ყოველ წელს, წელსაც Taste Atlas-მა გამოაქვეყნა 2023 წლის 100 საუკეთესო სამზარეულოსა და 100 საუკეთესო კერძის გლობალური კენჭისყრის შედეგები. საბერძნეთმა მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო პირველ ადგილზე იტალია და იაპონია გავიდნენ.
როგორ იქნა მიღებული რეიტინგი?
Taste Atlas-ის მიხედვით, პლატფორმაზე სულ იყო 395.205 კერძის მიმოხილვა და 115.660 პროდუქტისა და ნედლეულის მიმოხილვა. ამ რეიტინგებზე დაყრდნობით, მსოფლიოში საუკეთესოდ შეფასებული სამზარეულოები გამოვლინდა.
„შესანიშნავი“ 5 ქულიდან, ბერძნულმა სამზარეულომ 4.64 ქულა დააგროვა და მსოფლიოში მეორე საუკეთესოდ დასახელდა. პირველი ადგილი იტალიამ და იაპონიამ 4,65 ქულით გაინაწილეს. ხუთეული შეავსეს პორტუგალიამ 4,61-ით და ჩინეთმა 4,59-ით. ხმელთაშუა და აზიური სამზარეულო წელსაც კვლავ რჩება საზოგადოების ფავორიტებად. ჩვენი ქვეყანა საკმაოდ მაღლაა სიაში, საქართველომ 26-ე ადგილი მოიპოვა.
იხილეთ 2023 წლის 100 საუკეთესო სამზარეულოს სია:
საუკეთესო კერძები:
მსოფლიოს 100 საუკეთესო კერძის სიაში ბერძნული ელემენტი არ შეიძლებოდა გამოტოვებულიყო. ბრაზილიური ხორცის Picanha, მალაიზიური Roti Canai პური და ტაილანდური stir fry Phat Kaphrao ავიდა პოდიუმის სამ საფეხურზე.
დაკოსი ბერძნული კერძია, რომელმაც ყველაზე მაღალი ქულა დააგროვა, რადგან ის მე-17 ადგილზეა 4,61-ით, ხოლო 26-ე ადგილზეა პაიდაკია. სხვა ბერძნული კერძები, რომლებმაც ადგილი დაიკავეს ტოპ 100-ში, არის იუვეცი (64-ე ადგილი), გიროსი (69-ე ადგილი), კოკორეცი (79-ე ადგილი), კლეფტიკო (90-ე ადგილი) და სუვლაკი (95-ე ადგილი).
მე-4 ადგილზეა პიცა, 37-ე ადგილზე ცნობილი ისლი ქაბაბი, ხოლო 68-ე ადგილზე მაკარონი დაფქული ხორცით.
ჩვენმა ხინკალმა 29-ე ადგილი დაიკავა 4,57 ქულით, ხაჭაპურმა 55-ე ადგილი 4,53 ქულით, მწვადმა 66-ე ადგილი 4,51 ქულით ხოლო წიწილა ტაბაკამ 92-ე ადგილი 4,49 ქულით.
იხილეთ 2023 წლის 100 საუკეთესო კერძის სია: