ბინადრობის მოწმობას მისცემენ 12 წლის ბიჭის მამას, რომელიც მდინარე არახთოსში დაიხრჩო
ბინადრობის მოწმობას მისცემენ 12 წლის ბიჭის მამას, რომელიც მდინარე არახთოსში დაიხრჩო
ემიგრაციის მინისტრმა ისაუბრა ტრაგიკულ შემთხვევაზე, რომელმაც 2 არასრულწლოვნის სიცოცხლე იმსხვერპლა. 12 და 14 წლის ბიჭების გარდაცვალებას, რომელთა სიცოცხლეც მდინარე არახთოში საბედისწერო ვარდნამ იმსხვერპლა, სრულიად საბერძნეთი გლოვობს.
მაკის ვორიდისმა განაცხადა, რომ საბერძნეთის სახელმწიფო გასცემს ბინადრობის მოწმობას ადამიანური მიზეზების საფუძველზე, რომელიც საშუალებას მისცემს 12 წლის ბიჭის მამას ჩავიდეს ალბანეთში შვილის დაკრძალვაზე და დაბრუნდეს მშვიდობით საბერძნეთის ტერიტორიაზე. ემიგრაციის მინისტრი აცხადებს, რომ ამ გზით მოხდება მწუხარე მამის გადაადგილების გამარტივება უკვე არსებული ინსტიტუციური ჩარჩოების ფარგლებში მსგავსი, განსაკუთრებული შემთხვევებისთვის.
Facebook Comments Box
