ბიუჯეტიდან 550 000 ევრო გამოიყო რეთიმნოს სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული რეგიონების აღსადგენად
ბიუჯეტიდან 550 000 ევრო გამოიყო რეთიმნოს სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული რეგიონების აღსადგენად
კლიმატური კრიზისისა და სამოქალაქო დაცვის სამინისტრომ რეთიმნოსთვის, კერძოდ სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული აღიოს ვასილიოსის რეგიონისთვის 550 000 ევრო გამოყო.
ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აღნიშნული თანხა საჭიროა სპილი-მურნეს გზის ქსელის აღსადგენად და კისოსის დასახლების გასამაგრებლად.
გუბერნატორის, იანნის ტატარაკის მიერ გაკეთებული განაცხადის თანახმად, სამინისტრომ მყისიერი რეაგირება მოახდინა რეგიონის დასახმარებლად: “რეგიონისთვის ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დაფინანსების უზრუნველყოფა ბიუჯეტიდან კოორდინირებული ძალისხმევის, სამინისტროს თანამშრომლობისა და ჩვენი ტექნიკური კვლევების ჯგუფის თავდაუზოგავი შრომის შედეგია.”
