Latest news
იანნის ადეტოკუნბომ ცნობილ youtuber-ს IShowspeed-ს აკროპოლისზე გიდობა გაუწია პილიო: 32 წლის ტურისტი ცურვისას დაიხრჩო ღლიკა ნერა: გარდაიცვალა 48 წლის კაცი, რომელიც 17 წლის ბიჭმა უმოწყალოდ სცემა ტემპერატურამ 10 გრადუსით იკლო - მომდევნო ორი დღის განმავლობაში ტემპერატურა 32-33 გრადუსს არ გადააჭარ... მიაულის სანაპიროზე ავტომანქანა ფეხით მოსიარულეს შეეჯახა ანო ლიოსია: საგარეუბნო მატარებლის ლიანდაგებთან ხანძარი გაჩნდა შთამბეჭდავი სავსე მთვარის ფოტოსურათები - ივლისის სავსე მთვარეს ირმის მთვარესაც უწოდებენ საბერძნეთის 7 რეგიონში ხანძრის გაჩენის მაღალი რისკია 3 დღიანი პაუზის შემდეგ საბერძნეთის ატმოსფეროში სიცხის ტალღა ისევ დაიწყებს შემოსვლას დღეიდან ტემპერატურა შედარებით იკლებს
ხუთშაბათი, ივლისი 10, 2025
ბუნებრივი მოვლენებისაბერძნეთი

ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით 52 ხანძარი დაფიქსირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით 52 ხანძარი დაფიქსირდა
52-ს მიაღწია ბოლო 24 საათის განმავლობაში გაჩენილი ხანძრების რაოდენობამ მთელი ქვეყნის მასშტაბით. სახანძრო სამსახურის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად 52 ხანძრიდან 42-ის ჩაქრობა მეხანძრეებმა მალევე შეძლეს, ხოლო დანარჩენი 10-ის ჩასაქრობად ამ დრომდე იბრძვიან.
აღრინიუში გაჩენილი ხანძარი სამოქალაქო დაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად უკვე კონტროლს ექვემდებარება.
ამავე განცხადების თანახმად განსაკუთრებით საშიში იყო 8 ხანძარი, რომელთაგანაც ერთ-ერთი 11:02 საათზე გაჩნდა ხავრიატაში, კეფალონიაში. ცეცხლი მოედო ტყის დიდ ნაწილს და საკმაოდ ახლოს იყო ადგილობრივ დასახლებასთან. ხანძრის ჩასაქრობად 30 მეხანძრე მუშაობდა 8 სახანძრო მანქანით. ცეცხლის ჩასაქრობად საჭირო გახდა 5 წყალმფრქვევისა და 1 ვერტმფრენის მობილიზება.
საკმაოდ საშიში იყო ხანძრები მესინიაში, ევრუში, აღრინიუში, პრესპონსა და ხალკიდიკში. საგანგაშოა მდგომარეობა დრამაშიც, სადაც ხანძრის ჩასაქრობად იბრძოდა 60 მეხანძრე, 2 ფეხითმოსიარულე მეხანძრეთა გუნდი, 20 სახანძრო მანქანა და 4 ვერტმფრენი.
სახანძრო სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *