Latest news
ორესტის ძიოვას: ვიზუალური მხარე ხშირად მიშლიდა ხელს კარიერულ განვითარებაში  პატრა: კაცმა ყოფილი მეუღლე ქუჩაში უმოწყალოდ სცემა ლარისა: 77 წლის კაცი კიბიდან ჩამოვარდა და სასიკვდილოდ დაშავდა კრეტა: ავტოსაგზაო შემთხვევამ 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აღრინიო: მშობლებმა 27 წლის გოგო სახლში საწოლზე მიბმული დატოვეს საბერძეთი: კვირიდან ტემპერატურა საგრძნობლად დაიკლებს - სად არის მოსალოდნელი წვიმიანი ამინდი მომღერალმა ელეონორა ზუღანელიმ 60 კილო დაიკლო იოანნა ტუნი მაიამიში მოგზაურობს სალონიკი: პოლიციამ 49 წლის კაცი დააკავა, რომელმაც პოლიციელს ჯერ ხელი დაარტყა შემდეგ კი უკბინა ტურისტები ზაკინთოს ნავაგიოს სანაპიროზე არსებული გემის ხილვას ისევ შეძლებენ
შაბათი, ნოემბერი 9, 2024
ბუნებრივი მოვლენებისაბერძნეთი

ბოლო 45 წლის განმავლობაში საბერძნეთში 70 მომაკვდინებელი წყალდიდობა დაფიქსირდა

ბოლო 45 წლის განმავლობაში საბერძნეთში 70 მომაკვდინებელი წყალდიდობა დაფიქსირდა

საბერძნეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სადგურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 1980 წლიდან დღემდე, 45 წლის განმავლობაში, საბერძნეთში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული 70 წყალდიდობა დაფიქსირდა, რომელმაც ჯამში 190 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 

მონაცემები, რომლებსაც საბერძეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სადგური ყოველწლიურად აგროვებს, შემაშფოთებელია, რადგან წყალდიდობების შედეგად დაღუპულ ადამიანთა რიცხვი დროთა განმავლობაში იზრდენა. წყალდიდობების უმეტესობა შემოდგომის სეზონზე ფიქსირდება. 

“აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით უნდა ვიყოთ მუდმივ მზადყოფნაში, განსაკუთრებით შემოდგომის თვეებში, როდესაც ძლიერი წვიმების შედეგად წყალდიდობის გამოწვევის რისკი მატულობს. აუცილებელია პრევენციული ღონისძიებების გაძლიერება და მოქალაქეებისთვის ცნობიერების ამაღლება და ინფორმირება წყალდიდობასთან დაკავშირებული რისკების შესახებ.” – აცხადებენ საბერძნეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სადგურის წარმომადგენლები.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *