ბოლო 68 დღეში გაჩენილი 2 136 ხანძარი
ბოლო 68 დღეში გაჩენილი 2 136 ხანძარი
სამოქალაქო დაცვის მინისტრმა ვასილის კიკილიასმა ყოფილი ტვიტერის და ამჟამად X-ის პლატფორმაზე გამოქვეყნებული განცხადებით მიაწოდა ინფორმაცია მის მიმდევრებს 1 მაისიდან ამ დრომდე გაჩენილ ხანძრებთან დაკავშირებით.
ვასილის კიკილიასის პოსტზე დაყრდნობით ბოლო 68 დღის განმავლობაში 2 166 სატყეო ხანძარი გაჩნდა, რომელთანაფაც 1 870-ის დამორჩილება და ჩაქრობმა მეხანძრეებმა დაუყოვნებლივ შეძლეს.
ხანძრის გაჩენის გამო დაწერილია 256 ჯარიმა და დაკავებულია 123 პირი, რომელთაგანაც 87-ს ბრალი ედება ხანძრის გაუფრთხილებლობით გაჩენაში, ხოლო 36-ს კი ცეცხლის განზრახ წაკიდებისთვის.
“ეს არის სტატისტიკა და რიცხვები, რომელთა უკანაც დგას ათასობით ადამიანი, მეხანძრე, პილოტი, ჯარისკაცი, სატყეო დაცვა, მოხალისე, პოლიციელი. ეს ადამიანები თითოეული ჩვენგანის გადასარჩენად თავდაუზოგავად იბრძვიან ყოველდღიურ რეჟიმში. ჩვენ, კი უნდა ვიფრთილოთ და თავი ავარიდოთ ხანძრის გამომწვევ მოქმედებებს და სამუშაოებს, გავწმინდოთ ჩვენი მიწის ნაკვეთები და მოვუფრთხილდეთ ტყეებს და ჩვენს თანამემამულეებს. სწორედ ასე შეგვიძლია შევიტანოთ წვლილი სახანძრო-სამაშველო ბრიგადის მიერ გაწეულ თავდაუზოგავ ბრძოლასა და გარემოს დაცვაში.” – აცხადებს სამოქალაქო დაცვის მინისტრი.