Latest news
დაკავებული ეველპიდონის სასამართლოდან გაიქცა 16 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მძღოლს, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანას ნასვამ მდგომარეობა... ირაკლიო: ბენზინგასამართი სადგური ხის ტოტის მუქარით გაძარცვეს კონსტიტუციოლოგი და ყოფილი მინისტრი ანდონის მანიტაკისი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა ხალკიდა: ტაქსის მძღოლმა გონება დაკარგა და განათების ბოძს შეეჯახა სუფთა ორშაბათი: ტრადიციები და ცრურწმენები სუფთა ორშაბათას საბერძნეთის მოსახლეობა მშვიდად შეძლებს ფრანების აფრენას სოციალური ტურიზმი 2026: ვის ექნება შესაძლებლობა მიიღოს ვაუჩერი 12 უფასო დღე-ღამის გასატარებლად სასტუ... პენსიონერები საპროტესტო აქციას მართავენ ძლიერი წვიმა ზამთრის განუყოფელ ნაწილად იქცა
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
მსოფლიო

ბორტზე მყოფი ხუთივე ადამიანი დაიღუპა – ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის სამსახური ინფორმაციას ადასტურებს

ატლანტის ოკეანეში გაუჩინარებული წყალქვეშა ნავის ეკი­პა­ჟის წევ­რე­ბი და­ი­ღუპ­ნენ, – ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ნა­პი­რო დაც­ვის სამ­სა­ხუ­რი ადას­ტუ­რებს. მათი ცნო­ბით, და­ღუ­პუ­ლია ბორტზე მყო­ფი ხუ­თი­ვე ადა­მი­ა­ნი.

ბორტზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ბრი­ტა­ნე­ლი მი­ლი­არ­დე­რი ჰა­მიშ ჰარ­დინ­გი, პა­კის­ტა­ნე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი შაჰზა­და და­ვუ­დი და მისი ვაჟი, OceanGate Expeditions-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი სტო­კტონ რაში, და ფრან­გი წყალ­ქვე­შა პი­ლო­ტი პოლ-ანრი ნარ­გო­ლე.

სა­ნა­პი­რო დაც­ვის ოლ­ქის მე­თა­უ­რი, ჯონ მა­უ­გე­რი ამ­ბობს, რომ დის­ტან­ცი­უ­რად მარ­თულ­მა ტექ­ნი­კამ არ­ქტი­კი­დან, ჩა­ძი­რუ­ლი “ტი­ტა­ნი­კის” ერთ-ერთ ნა­წილ­თან ახ­ლოს წყალ­ქვე­შა ნა­ვის, “ტი­ტა­ნის” კუ­დის კო­ნუ­სი და­ა­ფიქ­სი­რა. მან და­ღუ­პულ­თა ოჯა­ხის წევ­რებს მი­უ­სამ­ძიმ­რა.

კა­ნა­და­ში, ნი­უ­ფა­უნდლენ­დის სა­ნა­პი­როს­თან, “ტი­ტა­ნი­კის” ნამ­სხვრე­ვე­ბის სა­ნა­ხა­ვად ექ­სპე­დი­ცი­ა­ში წა­სუ­ლი ტუ­რის­ტუ­ლი წყალ­ქვე­შა ნავი 19 ივნისს გა­უ­ჩი­ნარ­და.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *