Latest news
ახალი გაფრთხილება ძლიერი წვიმების გამო - ქალაქის დატბორვის საფრთხე ნეა მაკრი: მოსწავლეებმა მოხუცებულის სიცოცხლე გადაარჩინეს ვინ არის ქალი, რომლის სიცოცხლეც ძლიერი წვიმის შედეგად წამოსულმა ნიაღვარმა იმსხვერპლა საგანგებო განრიგით იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრების უსაფრთხო გადაადგილების მიზნით ანო გლიფადა: ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ მეზობლები ცდილობდნენ 56 წლის ქალის გადარჩენას, რომელ... გლიფადას მერი: ჩვენ აქამდე არასდროს გვქონია მსგავსი გამოცდილება  ცენტრალურ მაკედონიაში ავტომანქანები მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით გადაადგილდებიან ძლიერი წვიმის შედეგად წამოსულმა ნიაღვარმა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა უამინდობის ფენომენი: სატრანსპორტო სამინისტრო განცხადებას აქვეყნებს კრეტა: ძლიერმა ქარმა კუნძულზე სათბურები მიწასთან გაასწორა
ხუთშაბათი, იანვარი 22, 2026
მსოფლიო

ბრიტანელი ქალები დააპატიმრეს თუთიყუშის “სადისტური წამების” გამო

ბრიტანულმა სასამართლომ დაუცველი არსების მიმართ  გამოვლენილი წარმოუდგენელი სისასტიკის გამო ორი ქალი დააპატიმრა, რომლებმაც მეგობრის მდედრი თუთიყუში აწამეს და მოკლეს.

47 წლის ტრეისი დიქსონმა და 35 წლის ნიკოლა ბრედლიმ ფრინველს, აფრიკულ ნაცრისფერ თუთიყუშს სახელად “სპარკი” ღუმელის საწმენდი საშუალება შეასხურეს, საღებავი დაასხეს და ფრინველით ძაღლის გამოკვება სცადეს, შემდეგ კი ჩართულ ტანსაცმლის საშრობში ჩასვეს.

ორივე ბრალდებული ცდილობდა დანაშაულის ერთმანეთისთვის გადაბრალებას, მაგრამ ვერ დაარწმუნეს მოსამართლე, რომელმაც მათ 25 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა გასულ სამშაბათს, კარლაილის სასამართლოში. მისი თქმით, ორივე ქალი დამნაშავეა თუთიყუშის „სადისტურ წამებაში“, რომლებმაც ის საბოლოოდ მოკლეს.

თუთიყუში ქალების მეგობარს, პოლ კრუკსს ეკუთვნოდა, რომელიც 30 ივლისს ორ ქალს საკუთარ სახლში რამდენიმე საათის განმავლობაში მასპინძლობდა.

Guardian-ის ცნობით, ქალებმა დაურეკეს ბრუკს, რომ წაეყვანა ისინი ღამის კლუბიდან, სადაც ისინი იმყოფებოდნენ, რადგან ზედმეტად ნასვამები იყვნენ.  მანქანით აყვანის შემდეგ მან დილის 5.30 საათზე მიიყვანა მეგობრები სახლში და თვითონ დაიძინა, ისინი კი სვამდნენ.

როდესაც კრუქსმა გაიღვიძა დილის 8:30 საათზე, მან აღმოაჩინა, რომ მისმა სტუმრებმა სპარკის გალიაში საპარსი ქაფი შეასხეს. მამაკაცმა გალია გაასუფთავა და წავიდა საყიდლებზე მას შემდეგ, რაც გააფრთხილა ორი ქალი, რომ აღარ შეხებოდნენ მის შინაურ ფრინველს.

როცა დაბრუნდა, ჩიტი უგონო მდგომარეობაში დახვდა, მისი თავი გალიიდან იყო გადმოკიდებული. თავიდან ქალები უარყოფდნენ, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ აღიარეს, რომ თუთიყუშს საწმენდი საშუალებები და ავეჯის ლაქი შეასხურეს და პირსახოცი დაარტყეს, შემდეგ კი ცოცხალმკვდარი ფრინველის ძაღლისთვის მიცემას აპირებდნენ.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *