ბრიტანელმა მამაკაცმა მაცივარში შენახული ბროკოლის შეფუთვაში გველი აღმოაჩინა
დიდ ბრიტანეთში მამაკაცმა საშინელი შოკი განიცადა როდესაც მაცივარში შენახული ბროკოლის შეფუთვა გახსნა და შიგნით ცოცხალი გველი იპოვა!!
63 წლის ნევილ ლინდონის თქმით, მან ბროკოლი იყიდა დიდი სუპერმარკეტების ქსელის ფილიალიდან, დასავლეთ მიდლენდში.
სახლში დაბრუნებულმა ბროკოლი მაცივარში მოათავსა და შემდეგ როდესაც მისი მომზადება გადაწყვიტა, აღმოაჩინა რომ ბროკოლთან ერთად გველიც შეუძენია.
ლინტონმა განაცხადა, რომ გველების ეშინია, ამიტომ მან დახმარებისთვის ახლობლებს მიმართა, რათა არასასურველი ქვეწარმავლის მოშორებაში დახმარებოდნენ.
”ეს საშინელება იყო. გველების ძალიან მეშინია. კარგია, რომ ბროკოლი სამზარეულოში არ დავტოვე, თორემ გველი სახლში შემოვიდოდა. ეს ჩვენთვის დიდი რისკი იქნებოდა, რადგან ჩვენ აქ ორი დაუცველი ადამიანი ვცხოვრობთ”- განაცხადა მან.
Facebook Comments Box