გადაადგილება შეიზღუდება დედაქალაქის უმეტეს უბნებში ხეების ჭრის სამუშაოების გამო
გადაადგილება შეიზღუდება დედაქალაქის უმეტეს უბნებში ხეების ჭრის სამუშაოების გამო
დროებითო გადაადგილების შეზღუდვა ამოქმედდება ათენის, ნეა ფილადელფიასა და ნეა ხალკიდონას, აღიონ ანარღირონის, მეტამორფოსისა და პერისტერის მუნიციპალიტეტებში.
კომპანიებმა, რომლებიც სახელმწიფო სამსახურებთან თანამშრომლობენ, დაიწყეს ხეების ჭრა, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენენ როგორც სატრანსპორტო საშუალებებისთვის ასევე ფეხით მოსიარულეთათვის.
ხეების ჭრის სამუშაოები ჩატარდება 15 მარტიდან 13 აპრილის ჩათვლით ყოველ შაბათ-კვირას დილის 07:00 საათიდან შუადღის 17:00 საათამდე დროის მონაკვეთში.
გადაადგილების შეზღუდვები იმოქმედებს:
- კიფისოს გამზირის მარცხენა ნაკადში რეგუკუს ქუჩიდან ატიკი ოდოსამდე
- ათინონის გამზირის მარცხენა ნაკადში მისტრას ქუჩიდან დიილისტირია ასპროპირღუს შუქნიშამდე
ავტომანქანის მძღოლებს საგზაო პოლიცია განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს გადაადგილებისას.
Facebook Comments Box
